მთავარი თემა
საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრები მხარს არ უჭერენ ხელისუფლების პროექტს
„რადგან თვითმმართველობა მეტ ახალ მუნიციპალიტეტს და მეტ ჩართულობას ნიშნავს, საკუთარი მუნიციპალიტეტის განკარგვას ნიშნავს, მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს, არც ოზურგეთის კომუნისტური რეჟიმის მიერ დამკვიდრებულ საზღვრებში დაბრუნებას და არც მისი, როგორც ქალაქის სტატუსის გაუქმებას“,- ნინო გოგუაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და რესპუბლიკური პარტიის წევრი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები საკრებულოებში მხარს არ უჭერენ ხელისუფლების პროექტს, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს. 

18 მაისს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში, ბიუროს სხდომაზე, რესპუბლიკელმა ნინო გოგუაძემ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია, განაცხადა, რომ  2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, ქალაქი ოზურგეთი ძლიერ, წარმატებულ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა. მისი შემოსავლები გაიზრდა, მას დაუბრუნდა ქალაქის სახე. მისი თქმით, ოზურგეთი თავისი ისტორიისა და ამ სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო იმსახურებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს. 

წარმოდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა ოზურგეთის თემის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“. სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ლადო ვადაჭკორიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ დაუჭერს მხარს პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას გულისხმობს.

რესპუბლიკური პარტია და მისი წევრები საკრებულოებში მზად ვართ, მმართველი პოლიტიკური გუნდის ძალადობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მივამართავთ სახელისუფლებო პარტიის საკრებულოებში მყოფ წევრებს, ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც დაიცვან ამომრჩევლის პროგრესული და სამართლიანი და არა ხელისუფლების უსამართლო და რეგრესული ინტერესები.

იხ. რესპუბლიკური პარტიის განცხადება თვითმმართველობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ:
რესპუბლიკური პარტიის 17 მაისის განცხადება

სიახლეები
სოციალური ქსელი