მთავარი თემა
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე კვლავ ხათუნა სამნიძეა
დღეს, 24 დეკემბერს რესპუბლიკური პარტიის XVII ყრილობა გაიმართა, რომელზეც დელეგატებმა მომდევნო 2 წლის ვადით პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მთავარი მმართველი ორგანოების – ეროვნული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა აირჩიეს.

ყრილობა პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დამსწრეებს პარტიის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. 

დელეგატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს წესდებაში შემავალი ცვლილებები პარტიის სტრუქტურული მოწყობის შესახებ. კენჭი ეყარა პარტიის მიერ 2017 წელს შემუშავბულ პოლიტიკის 5 დოკუმენტს.

ახლადარჩეულმა ეროვნული კომიტეტის წევრებმა, თავმჯდომარის წარდგინებით, პარტიის პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია დაამტკიცეს.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, გიორგი ჩუბინიძე გახდა.

ყრილობა ეროვნული კომიტეტის, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების გამოცხადებით და პარტიის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებით დასრულდა.

(რესპუბლიკური პარტიის ყრილობა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI მხარდაჭერით ჩატარდა.)



სიახლეები
სოციალური ქსელი