მთავარი თემა
რესპუბლიკური პარტია 21-ე საუკუნის ლიბერალური მანიფესტის ხელმომწერია
დღეს, 19 მაისს, ანდორაში ოფიციალურად გაიხსნა ლიბერალური პარტიების გაერთიანების, ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) მსოფლიო კონგრესი, რომელშიც 56 ქვეყნის 100 პარტიის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო შეკრებას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი ესწრებიან. კონგრესზე ხელი მოეწერა საუკუნის ლიბერალურ მანიფესტს, რომელიც 2015 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

„მანიფესტი ლიბერალური პოლიტიკური პარტიების განაცხადია მსოფლიოში ლიბერალიზმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ, "რესპუბლიკელები", ვაცნობიერებთ, ახალ რეალობას და განახლებული ძალებით ვიბრძოლებთ ლიბერალური იდეების დასაცავად. "რესპუბლიკელები" ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას მსოფლიოს ლიბერალური საზოგადოების წინაშე და მზად ვართ აქტიურად ვიმოქმედოთ, როგრც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“,- ამბობს ხათუნა სამნიძე.

მანიფესტის მიზანია, დაიცვას, ხელი შუწყოს და გააძლიეროს ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ტექნლოლოგიური განვითარება, ვაჭრობა და ინვესტირება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.

ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული პირველი მანიფესტი, 1947 წელს ოქსფორდში შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და ღირებულებების აღიარება და გაძლიერება იყო. 1948 წელს კი ოქსფორდის მანიფესტი საფუძვლად დაედო გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციას.

ლიბერალ ინტერნაციონალი მსოფლიოს უძველესი ლიბერალური გაერთიანებაა, რომელიც წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი საქართველოს რესპუბლიკური პარტია 2014 წელს გახდა.



ფოტო: რესპუბლიკური პარტიის ტავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტი, დოქტორი ჟული მინოვესი


სიახლეები
სოციალური ქსელი