მთავარი თემა
რესპუბლიკური პარტია გერმანელი პარტნიორების ყრილობაზე
„გერმანელი თავისუფალი დემოკრატები არიან  მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მარცხის შემდეგ პარტიამ მიაღწიოს წარმატებას გახსნილი და გულწრფელი კამპანიის საშუალებით“,-ხათუნა სამნიძე.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ბერლინში თავისუფალი დემოკრატების ყრილობას დაესწრო. ყრილობა 24 სექტემბრის ფედერალურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რიგგარეშედ ჩატარდა, რათა ამომრჩევლისთვის პარტიას საარჩევნო პროგრამა გაეცნო.  

რესპუბლიკური პარტია ყრილობას ესწრებოდა, როგორც პარტნიორი ლიბერალური პოლიტიკური პარტია. 

2013 წლიდან, განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, თავისუფალმა დემოკრატებმა გერმანიაში მოახერხეს, რომ დღეს, გამოკითხვების მიხედვით, 9 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კვლავ შეძლებენ პარლამენტში (ბუნდესტაგი) დაბრუნებას.  ენერგიული ლიდერის, კრისტიან ლინდნერის თამამმა კამპანიამ შესაძლებელი გახადა, თავისუფალი დემოკრატები, შედარებით მომცრო პარტია, დაუბრუნდეს თავის ისტორიულ მდგომარეობას და კვლავ შეასრულოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარების პროცესებში. 

„გერმანელი ლიბერალების წარმატება  არის გარღვევა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ქართველი ლიბერალებისთვის, ასევე ლიბერალებისთვის მთელი მსოფლიოდან“,- ხათუნა სამნიძე. 

რესპუბლიკური პარტია წარმატებას უსურვებს გერმანელ პარტნიორებს 24 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში.

იხ. ფოტომასალა


რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი,
თავისუფალი დემოკრატი ალექსანდერ გრაფ ლამბსდორფი, მიღება, ბერლინი.



თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, კრისტიან ლინდნერის, გამოსვლა ყრილობაზე, ბერლინი

სიახლეები
სოციალური ქსელი