მთავარი თემა
"რესპუბლიკელების" წერილი დავით ნარმანიას

7 აპრილს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" ბრიფგინგი გამართეს. ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დედაქალაქის მერს საჯაროდ მიმართა და მოუწოდა 11 აპრილს საკრებულოს წინაშე  წარსადგენ ანგარიშში არ გამოტოვოს ის საკითები, რომლებიც დღეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"რესპუბლიკელების" თავმჯდომარეს თბილისის მერისგან ჯამში 13 კითხვაზე პასუხი აინტერესებს. მიმართვა და 13 კითხვა დავით ნარმანიას საჯარო წერილის სახით გაეგზავნა.

ხათუნა სამნიძე: "11 აპრილს დავით ნარმანია გეგმავს ყოველწლიური ანგარიშით წარდგეს საკრებულოს წინაშე. იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს აქვს მახინჯი რეგლამენტი, რომლის შეცვლა არ ისურვა უმრავლესობამ, იმის გამო, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს უნარი, იმის გამო, რომ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს ჰქონდეს კონკრეტული კითხვის დასმის უფლება, რომ მიიღოს კონკრეტული პასუხი, იმის გამო, რომ მერი, როგორც წესი, თავს არიდებს კონკრეტულ შეკითხვებს და უბრალოდ გამოტოვებს ხოლმე მათ, როდესაც პასუხების გაცემა იწყება, იმის გამო, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ყოველწლიური ანგარიში, არამედ ეს არის მისი ბოლო ანგარიში მერობის პერიოდში, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე, ”რესპუბლიკელების” სახელით მას მივმართავ საჯაროდ. მოვამზადეთ წერილი კონკრეტული შეკითხვებით, მას აქვს რამდენიმე დღე ანგარიშის წარდგენამდე. ვთხოვთ, მოვუწოდებთ, რომ ყველა ეს საკითხი სხვა საკითხებთან ერთად ასახოს საკუთარ ანგარიშში. მოვუწოდებთ მას ისაუბროს, ანალიზი გააკეთოს, შეაფასოს მთელი მისი მერობის პერიოდი და ასევე ილაპარაკოს გეგმებზე. თუ ის მერობის კანდიდატობას გეგმავს ან უპირებენ, ჩვენ მას ვურჩევთ, რომ ყველა ამ შეკითხვას პასუხი გასცეს."

იხ. ბრიფინგის ვიდეო და მერისთვის გაგზავნილი სრული წერილი