მთავარი თემა
"რესპუბლიკელების" განცხადება ტყიბულში მომხდართან დაკავშირებით
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება ტყიბულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით


რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ ტყიბულის მაღაროში კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა არ შეიძლება მივაწეროთ უბედურ შემთხვევას. საგანგაშოა საქართველოში დასაქმებული ადამიანების შრომითი მდგომარეობა, რადგან სახელმწიფო არ იცავს მათი შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს.

21-ე საუკუნეში ადამიანები მუშაობენ მონური შრომით, რადგან მათი ყოველდღიური შრომა არის სიცოცხლისთვის ბრძოლა, გააზრებული გადაწყვეტილება იმუშაონ ისეთ პირობებში, სადაც მათ სიცოცხლეს ყოველწამიერად შეიძლება საფრთხე შეექმნას. გუშინ მომხდარი ფაქტი აღწერილი ვითარების კიდევ ერთი სავალალო გამოვლინებაა. 

მოვუწოდებთ საქარათველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მისი, როგორც ხელისუფლების, ვალდებულების შესრულება - შექმნას შრომის ინსპექცია, გაატაროს მკაცრი სანქციები შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების დასაცავად. დაანახოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ამავდროულად, სასტიკად ვგმობთ, რუსათველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტყიბულში მომხდარი ფაქტის გამო შეკრებილი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს. აქციის მონაწილეთა დაკავებით ხელისუფლებამ გამოავლინა და ცხადი გახადა თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ, რასაც თან დაურთო მშვიდობიანი აქციის 3 მონაწილის დაკავება. 

10/05/2017

სიახლეები
სოციალური ქსელი