მთავარი თემა
21-ე საუკუნის ლიბერალურ მანიფესტზე „რესპუბლიკელების“ ხელმოწერა იქნება
ლიბერალ ინტერნაციონალი (LI) - მსოფლიოს უძველესი ლიბერალური გაერთიანება - წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ლიბერალური პარტიების მსოფლიო კონგრესს, რომელიცლიბერალური პარტიების მსოფლიო კონგრესს, რომელიც 18 მაისს ანდორაში დაიწყო, 56 ქვეყნის 200 დელეგატთან ერთად, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და ეროვნული კომიტეტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი ესწრებიან.

LI-ს 18-21 მაისის კონგრესზე 21-ე საუკუნის ლიბერალური მანიფესტი დამტკიცდება, რომელიც 2015 წლიდან მთელი მსოფლიოს გარშემო ჩატარებული კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტის, დოქტორ ჟული მინოვესის განცხადებით, ეს მანიფესტი არის ლიბერალური პოლიტიკური ძალების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოქმნილი საფრთხეების, მზარდი პოპულიზმის, ჩაკეტილი საზღვრების, ჩაკეტილი კულტურისა და ჩაკეტილი გონების წინააღმდეგ.

20 მაისს ინტერნაციონალის წევრი 100 პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ჩათვლით, ხელმოწერით დაამტკიცებს 21-ე საუკუნის ლიბერალურ მანიფესტს.

პირველი მანიფესტი, რომელიც ლიბერალურ პრინციპებზე იყო დაფუძნებული 1947 წელს ოქსფორდში შეიქმნა. ოქსფორდის მანიფესტი იყო პასუხი მეორე მსოფლიო ომის ბოროტებაზე. მისი მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და ღირებულებების აღიარება და გაძლიერება იყო. 1948 წელს კი ოქსფორდის მანიფესტი საფუძვლად დაედო გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციას.

18/05/2017


სიახლეები
სოციალური ქსელი