მთავარი თემა
მიხა ჩემია: "ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენადაც ძლიერია, იმდენად ძლიერია სახელმწიფო."
თვითმმართველობის არჩევნები და უმრავლესობის გადაწყვეტილება 7 ქალაქს გაუუქმდეს თვითმმართველის სტატუსი - რესპუბლიკური პარტიის შეფასება გადაცემაში "ეპიცენტრი"

"სამწუხაროა, რომ ამ ეთერში ამ თემაზე გვიწევს საუბარი, კერძოდ, გაუქმდეს თუ არა 7 თვითმმართველი ქალაქი. წესით, ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ როგორ შევქმნათ და როგორ მივანიჭოთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი კიდევ შვიდს."

"ჩვენ თვითმმართველის სტატუსის გაუქმებით შესაძლებლობას ვართმევთ იმ მუნიციპალიტეტის  მკვიდრ მოსახლეობას თავად გადაწყვიტონ რა არის მათი თვითმმართველი ერთეულისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად და ურბანულად."

"რესპუბლიკელებს" მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენადაც ძლიერია სახელმწიფოსი იმდენად ძლიერია სახლემწიფო სრულიად",- მიხა ჩემია, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი.

იხ. გადაცემის ჩანაწერი:



სიახლეები
სოციალური ქსელი