მთავარი თემა
ეკლესია არის სოციალური ინსტიტუცია და მას ახასიათებს მანკიერებები



მე განცდა დამრჩა ის რომ უფრო მეტი კითხვები დატოვა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ვიდრე პასუხები გასცა.  საბოლოოდ რა მოხდა, არის ძალიან რთული გასაგები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რჩება უამრავი კითხვები, რჩება საზოგადოებას. დღეს მოვისმინეთ პატრიარქის განცხადება, რომ მას არ ჯერა მამა გიორგის დანაშაულობის. მაგრამ ასეა თუ ისეა, მეუფე დიმიტრი არის მისი ხელმდასმელი ეპისკოპოსი, რომელიც უშუალოდ მის ეპარქიაში მსახურობდა, ამიტომ საყურადღებოა თვითონ იეს ფაქტი, არ მგონია რომ პატრიარქის გარეშე იტყოდა, რადგან ის წმინდა სინოდის წევრია, მისი ძმისშვილია.


ეკლესია არის სოციალური ინსტიტუცია, მას ახასიათებს მანკიერებები, რაც ნებისმიერ საზოგადოებაში და ნებისმიერ ინსტიტუციაში შეიძლება იყოს.  ამის არაერთი ისტორიული ფაქტი არსებობს. რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო 8 თვის განმავლობაში მე მაგონებს აღორძინების დროინდელი პაპების ისტორიას. ბრძოლა გავლენებისათვის, ბრძოლა პაპობისათვის, ბრძოლა თანამდებობებისათვის, ქონებისათვის და ა.შ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური წრეები.


სახელმწიფოში სადაც, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან, სადაც არცერთი გროში არ გაიცემა ეკლესიის დასაფინანსებლად სახელმწიფოსაგან და ადგილობრივი ბიუჯეტისაგან, სადაც არცერთი გოჯი მიწა არ გადაეცემა ეკლესიას უმართებულოდ, რისიც აბსოლუტურად საწინააღმდეგო მაგალითების მოწმეც ვართ და საერთოდ ქაოსია ამ მხრივ,  ასეთ სახელმწიფოში წარმოებს სამართალი. როდის არის სახელმწიფო დემოკრატიული? როცა მასში ტარდება თავისუფალი არჩევნები? არა ბატონებო,  დემოკრატიული  სახემლწიფო არის მაშინ, როცა საზოგადოება თანხმდება რომ სოციალური ურთიერთობები, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ურთიერთობები ექცევა სამართლის სფეროში, სადაც კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და ყველაფერი ემორჩილება კანონს. რა ხდება ჩვენთან? 25 წლის განმავლობაში  ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, ავტორიტეტების მმართველობა. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ავაშენეთ თანასწორუფლებიანობაზე, კანონის უზენაესობაზე დამყარებული სახელმწიფო, ესეთ სახელწიფოში, როგორის აშენებისთვისაც ვიღწვით ჩვენ, ქართველები და გვსურს ვიცხოვროთ ნორმალურ სახელმწიფოში, გადამწყვეტ სიტყვას ამბობს სასამართლო.  აქ არ ერევიან პოლიტიკოსები, უაპელაციოდ არ დებენ ბრალს ადამიანებს. ესე წარიმართება ნორმალურ სახელმწიფოში.

სიახლეები
სოციალური ქსელი