მთავარი თემა
კონფერენცია - „თანამედროვე პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში“
„თანამედროვე პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში“ - 18 სექტემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალურ ხაზთან“ ერთად, შვედეთის საერთაშორისო  ლიბერალური ცენტრის (SILK) მხარდაჭერით კონფერენცია გამართა.

კონფერრენცია SILC-ის 6 თვიანი პროექტის შედეგების პრეზენტაციაა. რესპუბლიკურმა პარტიამ და „ლიბერალურმა ხაზმა“ ექსპერტებთან ერთად ამ დროის განმავლობაში 5 თემაზე მოამზადეს პოლიტიკის დოკუმენტები. 

დღეს მედიისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 2 პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია მოხდა: 

„ორდონიანი თვითმმართველობა - მმართველობის დეცენტრალიზაციისთვის“ 
მომხსენებლები: კოკა კიღურაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში და დავით ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი.
„სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ“

მომხსენებელი: თამარ კორძია, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი.
„პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენის შემდეგ უკვე კანონპროექტებს შევიმუშავებთ და მოვახდენთ ამ კანონპროექტების ლობირებას საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტების თანმიმდევარი და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ სახის რეფორმების განხორციელება“,-თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი.

პროექტის ფარგლებში მომზადებული დანარჩენი თემების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.