მთავარი თემა
პარტიების გენდერულ რეიტინგებში "რესპუბლიკელები" ლიდერობენ
რესპუბლიკური პარტია გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით პარტიებს შორის ლიდერია

"ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი პარტია ვინც მიიღო შიდაპარტიული კვოტირება ანუ ჩვენი საარჩევნო სიები როგორც რეგიონალური მასშტაბით, ასევე საპარლამენტო სიები არისკვოტირებული, სამეულში ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის და ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ საარჩევნო კოდექსში კვოტირებას, ქალებთან დაკავშირებით",- ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

3 აპრილს გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაციამ მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) ჩაატარა. კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს შემდეგი ფაქტორებით:

 - როგორ არიან ქალები წარმოდგენილი პარტიაში, მმართველ, გადაწყვეტილების მიმღებ, პოზიციებზე
 - როგორ არიან ქალები წარმოდგენილი საარჩევნო სიებში
 - თავად პარტია რამდენად აქტიურია გენდერული თანასწორობის კუთხით ინიციატივებში

ამ ფაქტორებზე დაყრდნობით შედგა რეიტინგი, რომლის ლიდერიც რესპუბლიკური პარტიაა.





სიახლეები
სოციალური ქსელი