მთავარი თემა
დავით ბერძენიშვილი:"ეს აღარ არის ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცე"
"მე მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პოტენციურ ამომრჩეველს, ყველა პოლიტიკურ ძალას, იმის მიუხედავად, ვინ რას ვთვლით შეცდომად და სხვადასხვა წარმომავლობა გვაქვს. ყველამ ჩვენი შესაბამისი მკაფიო პოლიტიკური ფორმატი მოვძებნოთ და სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებზე... ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა 2017 წელი ვაქციოთ ქვეყანაში "ქართულ ოცნებასთან" დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიციის რეალური კონკურენციის წლად",- დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის გამოსვლა გადაცემაში "არჩევანი"

"წელს თვითმმართველობის არჩევნებია, საერთო ეროვნული არჩევნებია. ბიძინა ივანიშვილის მტრის ხატზე აგებული ნარატივი არის ტყუილი. აღარ არსებობს სააკაშვილის "რუსთავი-2". არსებობს მიხეილ სააკაშვილის ერთი დამცრობილი პარტია, კონკურენტუნარიანი, მაგრამ რა იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე, ვნახოთ. კონკურენტუნარიანი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ერთ-ერთი პარტიაა, ეს აღარ არის ორპოლუსიანი სივრცე, ჩვენ მივდივართ წინ. ჩვენ ორ პოლუსიანი არც საინფორმაციო სივრცე აღარ გვექნება."

"ჩვენ ევროპამ გვაღიარა თავის ნაწილად, ამიტომ დაგვიცვა სტრასბურგმა ასე მკაფიოდ. ევროპამ პირველ მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. რუკას დავხედოთ სად ვართ, ძალიან შორს ვართ. 40 მილიონიანი უკრაინა რიგში დგას ჩვენს მერე. ჩვენ, პატარა ქვეყანა, ევროპულ ქვეყანად ნაღიარები ვართ. ჩვენც ხომ თავს ევროპელებად ვთვლით. ამ ვითარებაში, როდესაც ევროპა გიცავს, ევროპა გიცავს ბიძინა ივანიშვილისგან",- დავით ბერძენიშვილი.

იხილეთ სრული გამოსვლა:


სიახლეები
სოციალური ქსელი