ინტერვიუ
თინათინ ხიდაშელი: "არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"

"არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას, სანამ შემიძლია". ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

 

ეს არის მიზანმიმართული კამპანია დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს. პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდება, არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანია დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

"იმდენი ხანია ეს საუბრები უკვე საჯარო სივრცეში მიმდინარეობს, რომ ალბათ უკვე ყველაფერია ნათქვამი. მე, არც კი ვიცი ჩვენ სიახლე რა შეიძლება შევიტანოთ ამ საუბარში. იმიტომ, რომ მუდმივ აბსურდის თეატრში ვტრიალებთ...

 

 

თუკი პოლიტიკოსობის პრეტენზია გაქვს, პოლიტიკური პარტიის ლიდერობის პრეტენზია გაქვს და პირველად არ მოსულხარ პოლიტიკაში და ნამდვილად არ არიან ეს ბატონები გუშინდელი პოლიტიკოსები, მათ ძალიან ბევრი და გრძელი გზა აქვთ გამოვლილი, შეიძლება ერთხელ დაუშვა შეცდომა, მან რამდენჯერმე გააკეთა ეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მალე მთავრდებოდა.

 

როდესაც ასეთი მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს ატარებს შენი ქმედებები და დღევანდელი მისი განცხადება იყო საუკეთესო დასტური იმისა, რასაც მე ახლა ვიტყვი: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ძალიან კონკრეტული ამოცანით - ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რამდენადაც მათ ეს შეუძლიათ, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "მრეწველების" ლიდერის ქმედებები მიმათულია იმ კოალიციის წინააღმდეგ, რომლის წევრებიც თავად არიან და რომელსაც ღიად აქვს დეკლარირებული საკუთარი არჩევანი - ევროატლანტიკური მიმართულება.

 

"ეს არ ხდება შემთხვევით და იზოლირებულად. ეს არის ერთიანი კამპანიის და სივრცის ნაწილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია, კოალიციის საწინააღმდეგო პიარკამპანიაა. 

 

ეს, კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის საწინააღდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?

 

დიახ, ეს არის კამპანია, დიახ ამ გადაწყვეტილების უკან დგანან ძალები, მაგრამ ეს ძალები არა კოალიციაში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც საცეცები გაშლილი აქვს და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეიცვალოს ქვეყნის კურსი, ქვეყნის არჩევანი, ქვეყნის მომავალი, რომელიც ძალიან ბევრი საუკუნის წინ არის გადაწყვეტილი",- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

 

სიახლეები
სოციალური ქსელი