ინტერვიუ
დავით ბერძენიშვილი: "რესპუბლიკელებს პროვოკაციებზე ვერ წამოგვიკიდებენ"

"რესპუბლიკური პარტია" გამ­ოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმას­რულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ"

 

 

"რესპუბლიკური პარტი­ის" ლი­დერის, დავით ბერძ­ენი­შვილის­ განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე­ კოალიციის რიგითი წევრების განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს:

 

- კოალიციაში საარჩევნო სიებზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ამიტომ კოლეგებთან ჯერჯერობით არც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და არც - დამტკბარი. უნდა გაირკვეს სხვადასხვა პარტიის წილი, ვინ სად იქნება კანდიდატი... თუმცა, ამ საკითხებზე მმართველ ორგანოში, პოლიტსაბჭოში ვიმსჯელებთ.

 

- პარტია "ქართული ოცნების" წევრი დაუფარავად აცხადებს, რომ დაბალრეიტინგულ პოლიტიკურ ძალებს­ დიდი ამბიციების შემთხვევაში პარტიის დატოვება მოუწევთ. ამ ჩამონათვალში "რესპუბლიკელებიც" იგულისხმებიან?

 

- ვინც პოლი­ტსაბჭოს წევრი არ გახლავთ, მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. "რესპუბ­ლიკელები"­ მშვიდად ვართ და ასეთ განცხ­ადებებს კორექტულად ვპას­უხობთ. კოალიციაში ურთიერთობის ფორ­მებზე უფლებამოსილი პირების კვალიფიციურ მსჯელობას ველოდებით. "რესპუბლიკური პარტია" გამ­ოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმას­რულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ. ბუნებრივია, პარტიის შიგნით სიებზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. 

 

გაზეთი "კვირის პალიტრა"  

სიახლეები
სოციალური ქსელი