ინტერვიუ
დავით ბერძენიშვილი: „მითები დაიმსხვრა, რომ პატრიოტთა ალიანსი ყველაზე პოპულარულია და რესპუბლიკური პარტია ერთ პროცენტიანია“

ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციაში რესპუბლიკური პარტია რომ არ იყოს, ვიზა-ლიბერალიზაციისა და ნატოსთან მიახლოების პროცესში, საქართველოს მეტი პრობლემა შეექმნება.

დეპუტატის შეფასებით, რესპუბლიკელები კოალიციაში კომფორტული პარტნიორები არიან, რომლებიც 2016 წლის არჩევნების წინ, კოალიციურ შეთანხმებას ითხოვენ. კანონმდებელი მისი პოლიტიკური ძალის მიმართ „პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებებსაც ეხმაურება და ირმა ინაშვილს მოუწოდებს „შევარდნაძის წიაღში გამოზრდილი ჟურნალისტი“ რესპუბლიკელებს პატრიოტიზმში ნუ შეეჯიბრება.

შუალედური არჩევნების გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესების თაობაზე, for.ge დეპუტატ დავით ბერძენიშვილს ესაუბრა:

პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები შიმშილობენ და ისინი საკუთარი პროტესტის მიზეზადსაგარეჯოშიარჩევნებისგაყალბებას ასახელებენინაშვილი და მისი გუნდი მინისტრების პოსტებიდან - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისგადაყენებას ითხოვენრას უპასუხებთოპონენტების ბრალდებებს?

- ეს არის პოლიტიკური უმწიფრობის დემონსტრირება. საგარეჯოს ყველა საარჩევნო უბანში, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელს იმ ოქმებს აწერენ, რომელიც ადასტურებს, რომ არჩევნების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თამარ ხიდაშელს არჩევნები სპეცუბნების შედეგების გარეშეც აქვს მოგებული. სპეცუბანი საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნა და უხამსი ტყუილები, რომ არიქა, საგარეჯოელი 25 კაცი იყო და სპეცუბანი რატომ შეიქმნა, ანა-ბანაა. ეს ხალხი ამ ტერიტორიაზე დისლოცირებული იანვრის შემდეგაა. საია-ს, „სამართლიანი არჩევნებისა“ და ირმა ინაშვილის სურვილის შესაბამისად და ჩვენი წარმომადგენლების თანხმობით, უჯარმის მე-13 უბანი გაიხსნა და შედეგების თავიდან გადათვლა მოხდა. შედეგები ერთ-ერთში დაჯდა და ცოტა ის მიკვირს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, მათ მიერ მოთხოვნილი შედეგების გადათვლის თაობაზე ინფორმაცია არ დაიდო.

როგორ ფიქრობთრატომ?

- არ ვიცი. როგორც ჩანს, გამორჩათ, ან ეს საკითხი მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს, ან იფიქრეს, ყოფილი თავმჯდომარის მიმართ მიკერძოვება არ დაგვბრალდესო. საია-მ სასამართლოში ისეთი საკითხები გაასაჩივრა, რომელსაც ასეთი კვალიფიციური ორგანიზაცია არ იზამდა, მაგრამ მათთან პოლემიკაში არ შევდივარ და მოტივები რა იყო არ ვიცი, თუმცა, ყველა სასამართლო პროცესი ჩვენ მოვიგეთ. ახლა იმ სტადიაზე ვართ მისული, როცა საოლქო კომისია შემაჯამებელ ოქმს მიიღებს, რომელიც თამარ ხიდაშელის გამარჯვებას დაადასტურებს და ალბათ, ოპონენტები ამასაც გაასაჩივრებენ, მაგრამ ისინი იმასაც რომ წააგებენ, ცესკო პარლამენტს ხიდაშელის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის მიზნით მომართავს.

თეორიულად რომ დავუშვათ და ის რომ მოიგონ, რასაც ასაჩივრებენ, არჩევნებს მაინც ხიდაშელი იგებს, ეს სხვა ტიპის პროცესია. კერძოდ, ეს ის პროცესია, როდესაც ირმა ინაშვილი და მისი „პატრიოტთა ალიანსი“ თავზეხელგადასმული ორგანიზაციაა.

თავზეხელგადასმული“ ორგანიზაცია ვის მიერ არის - ხელისუფლების?

- კოალიციაში შემავალი ცალკეული დეპუტატების მხრიდან და მათ ის არც არასოდეს დაუმალავთ, რომ სამომავლოდ, „პატრიოტთა ალიანსი“ ჩვენს პარტნიორებად მიაჩნიათ. უმრავლესობის უმრავლესობას „პატრიოტთა ალიანსი“, ან რომელიმე სხვა ანტიდასავლური ძალა სამომავლო პარტნიორებად არ მიგვაჩნია. ინაშვილი ამომრჩევლებში თავს ყიდდა და მათ თავს ისე აჩვენებდა, თითქოს, ხელისუფლების ფაქტობრივი კანდიდატი იყო. ის საჯარო განცხადებებს აკეთებდა - „თუკი ივანიშვილი მხარს მიჭერს, ძალიან გამიხარდებაო“. სამი თვის მანძილზე, ინაშვილი საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და მთელი მისი ტელევიზია მასზე მუშაობდა. როგორც ჩანს, მას მოტივები ჰქონდა, რომ ამ ხელისუფლებას ლამის მისი ვალი აქვს და ისინი მის წინააღმდეგ არ იქნებოდნენ.

როგორც მახსოვს, ინაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქედ იქნა არჩეული და შესაძლოა, ეს მას ყალბ ილუზიას უქმნიდა, რომ ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები მის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდნენ. სანამ ის გაირკვეოდა, ხელისუფლება საკუთარ კანდიდატს ასახელებდა თუ არა და ვინ იქნებოდა ის, მანამდე ადმინისტრაციული რესურსი გაჩერებული იყო. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ხელისუფლება შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ აყენებს და შესაძლოა, ამ ილუზიის მქონე საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკები ინაშვილს რეალურად იმის გამოც ეხმარებოდნენ, რომ ისინი თვლიდნენ, ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი ინაშვილი იყო.

ანუგამოდისრომ პრობლემები მაინც კოალიციაშიაუმრავლესობის ბევრი წევრი შუალედური არჩევნების შეფასებისასინაშვილის შესაძლებლობებზე უფრო მეტს საუბრობდავიდრე საკუთარი კანდიდატის - ხიდაშელის თაობაზერა ხდებაკოალიციაშირეალურადბრძოლა მიმდინარეობს „რესპუბლიკურ პარტიასა“ და ინაშვილს შორისთუ კოალიციას დარესპუბლიკურ პარტიას“ შორის?

- თამარ ხიდაშელი კოალიციის მიერ დასახელებული კანდიდატია, რომლის კვალიფიკაცია განუზომლად უფრო მაღალია, ვიდრე ინაშვილის და ეს მხოლოდ ინგლისურის ცოდნასა და იურისტობას არ გულისხმობს. ხიდაშელმა საარჩევნო კამპანია გაცილებით უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე ინაშვილმა. ხიდაშელმა უამრავ ოჯახში შესვლითა და ხალხთან საუბრით ბევრ ამომრჩეველზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, რაც შედეგებზე აისახა. ხიდაშელმა ინაშვილს სანდოობით, კვალიფიკაციითა და ურთიერთობების ხარისხით მოუგო, მაგრამ ეს გლადიატორების ბრძოლა არ იყო. ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის ძალებს შორის ბრძოლას ჰქონდა და თამარ ხიდაშელმა თქვა კიდეც, რომ კანდიდატებს შორის ღირებულებითი სხვაობა იყო და ჭიდილი საგარეო ვექტორს შორის დაიწყებოდა. ეს არჩევნები არ იყო განკუთვნილი ერთი მანდატისთვის ერთ საარჩევნო ოლქში. ეს არჩევნები გაიმართა - პროდასავლურ კოალიციასა და დასავლეთისადმი ნიჰილისტურად განწყობილ, ანტიდასავლურ ძალას შორის.

კოალიციის შემადგენლობაში ყველაზე მეტი კონტაქტები „რესპუბლიკურ პატრიას“ აქვს. პარტია 37 წლისაა და საერთაშორისო კონტაქტები დისიდენტობის პერიოდიდან მოყოლებული გვაქვს. ეს კონტაქტები ნახევრად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გვაქვს. ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ვართ, სადაც ლიბერალები არიან. ჩვენ ჩვენი ლიბერალური ოჯახის ღირებული და სრულფასოვანი წევრები ვართ. ამიტომ, გასაგებია, რომ კოალიციის შემადგენლობიდან რესპუბლიკელებს ყველაზე მეტად უფრო გვიცნობენ, გვენდობიან, გვიჯერებენ და მიგვიწვდება ხელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოალიციაში ვინმეს ნაკლები პროდასავლურობა აქვს. ინაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ ამოიჩემა.

თქვენ ამბობთრომ თქვენი პარტია ინაშვილის დარტყმების სამიზნეამაგრამ მიზეზი რა არის - თქვენი პროდასავლურობა?

- მან ჩათვალა, რომ ამომრჩევლისთვის მისაღები იქნებოდა ის, რომ მას „რესპუბლიკური პარტია“ ერჩის და არა „ქართული ოცნება“, რადგან თავად ის სახელისუფლებო - „ქართული ოცნების“ ქურქში გახვეული იყო და ჩვენ ინაშვილი გავაშიშვლეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ნახევარი პარლამენტი და თითქმის მთელი მთავრობა საგარეჯოში ჩავიდნენ და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ღია მხარდაჭერა ხიდაშელის მიმართ დააფიქსირეს. რა თქმა უნდა, ხიდაშელის მიმართ კოალიციის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო.

თუკი ინაშვილი თვლის, რომ მას „რესპუბლიკური პარტია“ ებრძოდა, მაშინ ის რესპუბლიკელებთან დამარცხდა, მაგრამ შესწორებას გავაკეთებ და გეტყვით, რომ ის კოალიციასთან დამარცხდა. ამ კამპანიაში „რესპუბლიკური პარტიის“ წილი მეტი იყო, ვიდრე სხვა პარტნიორების წილი, რადგან კანდიდატი ჩვენი იყო, მაგრამ საგარეჯოში კამპანიას ზვიად ძიძიგურიც აწარმოებდა, ზურაბ ტყემალაძეც და „ეროვნული ფორუმიც“. პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინფრასტრუქტურა პირველივე დღიდან ხიდაშელის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ინაშვილის დამარცხებით, ჩვენ საქართველოს პარლამენტში ევრაზიული ხვრელი არ დავუშვით.

ვინაიდანინაშვილს საზოგადოების რაღაც ნაწილი უჭერს მხარსის 2016 წლის პარლამენტში მაინც მოხვდებაშესაბამისად,პარლამენტში „ევრაზიული ხვრელი“ გაჩნდება?

- ვნახოთ. ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ყველაზე დიდი წარმატება თვითმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა, როცა მათ ქვეყნის მასშტაბით 4,5 პროცენტი აიღეს. მათი ყველაზე დიდი შედეგი - ყველაზე თავისუფალ არჩევნებზე დაფიქსირდა, მაგრამ ეს ხმები უფრო ნაკლებია, ვიდრე ის, რომელიც ჩვენ 2008 წლის არჩევნებზე ავიღეთ. ეს არჩევნები ჩვენთვის ყველაზე მძიმე და ცუდი იყო. მითები დაიმსხვრა იმის თაობაზე, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ყველაზე პოპულარულია და თურმე, „რესპუბლიკური პარტია“ ერთ პროცენტიანია. რიცხვები ცესკო-ს ვებ-გვერდზე დევს და მათ ამის ნახვა შეუძლიათ.

თქვენ ამბობთრომ „პატრიოტთა ალიანსი“ გებრძვითმეორეს მხრივ კიდავით თარხან-მოურავმა თქვარომ მისი პარტია მეტ-ნაკლებად „ქართული ოცნების“ მოკავშირე იყორა პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი?

- ისინი „ქართულ ოცნებას“ ეტენებიან.

 „ქართული ოცნება“ რატომ „იტენის“? 

- „ქართულ ოცნებაში“ არის ხალხი, ვისაც „პატრიოტთა ალიანსი“ მოსწონს და ისინი ამას არც ინტერვიუებში არ მალავენ. „ქართული ოცნების“ წამყვანი პირები და გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები მარტვილსა და საგარეჯოში საკუთარი კანდიდატების ერთგულები იყვნენ. საარჩევნო კამპანია გაყოფილი სახელისუფლებო რესურსის პირობებში დაიწყო. საშუალო და დაბალ დონეზე ბევრს ეგონა, რომ სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ინაშვილი იქნებოდა. ცალკეული ადამიანები და ჯგუფები არიან, რომლებიც ხელისუფლებას სატელიტობას სთავაზობენ და თავს ხელისუფლების მოკავშირეებად აცხადებენ. ინაშვილი ხელისუფლების სატელიტობით და მასთან მოკავშირეობით ფონს გასვლას ცდილობდა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მივეცით. არჩევნები პოლარიზებული რომ არ ყოფილიყო, ასეთი კანდიდატი რომ არ დაგვესახელებინა და ისეთი ტაქტიკა რომ შეგვერჩია - ინაშვილიც კარგია, ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ ჩვენი კანდიდატი სხვა არის-თქო, არჩევნებს ინაშვილი მოიგებდა. მაპატიეთ, მაგრამ რესპუბლიკელებს პატრიოტიზმში შევარდნაძის წიაღში გამოზრდილი ჟურნალისტი ნუ შეგვეჯიბრება, რადგან ჩვენი პარტია დისიდენტური წარმომავლობისაა. მითი იმის შესახებ, რომ ინაშვილი და მისი გუნდი პატრიოტებით სავსეა, ხოლო „რესპუბლიკური პარტია“ არაეროვნულია, 93-ჯერ დაიმსხვრა. ასევე კვლავ დაიმსხვრა მითი, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი მოწყვლადი და სუსტია. კოალიციის პარტიებიდან წარდგენილი კანდიდატების გამარჯვების სტატისტიკა რომ აიღოთ, ნახავთ, რომ ყველაზე მაღალი პროცენტი რესპუბლიკელებს აქვთ. ივანიშვილის კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა პლიუსია და არა მინუსი. როგორც წესი, რესპუბლიკელობა ცნობადობასა და კვალიფიკაციას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პარლამენტში ევრაზიული ხვრელი არ დავუშვით და ძალიან ვეცდებით, რომ მათ მაღალი კონკურენციის შესაძლებლობა არც მომავალ არჩევნებში ჰქონდეთ. ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებული ევროპულ ინტეგრაციაზეა და ევროპული არჩევანის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს, საგარეჯოს ამომრჩეველმა არ დაუშვა.

თამარ ხიდაშელმა 2000 ხმა იორმუღალოში მიიღო, რაც დიდი პლუსია, რადგან ეს რაოდენობა დაახლოებით იმდენია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თვითმართველობის არჩევნებზე მიიღო. 2008-2010 წლის გაყალბებულ არჩევნებზე, სააკაშვილმა იორმუღალოში 6-7 ათასს ხმას იღებდა, რომელიც მათ ხელისუფლებას მითვისებული ჰქონდა. ეს არჩევნები იყო სუფთა და ინაშვილის განცხადება, რომ მას თურმე, ქორწილში 500 კაცი ტაშს უკრავდა, ხოლო ოლქში 25 ხმა მიიღო, ეს ძალიან დიდ პოლიტიკურ გამოცდილებასა და ცოდნაზე მეტყველებს. როდესაც ინაშვილი მეჩეთების წინააღმდეგ იბრძოდა, რესპუბლიკელებს დაბალანსებული პოლიტიკა გვქონდა და უმცირესობებმა იციან, რომ მათ ჩვენგან რელიგიური ნიშნით ჩაგვრა არ ემუქრებათ.

თარხან-მოურავმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რომელიც პოლიტიკაში აბსოლუტურად გამოუცდელია. მან თქვა, რომ საქართველომ სომეხთა გენოციდი უნდა აღიაროს. 1907 წლის ჰააგის კონვენციამდე, ტერმინ - გენოციდის გამოყენება, უცოდინრობაა, რადგან მანამდე რაც ხდებოდა, იმას გენოციდი არ ჰქვია. 25 წლის მანძილზე, არც ერთ ქართულ ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიას თავში მსგავსი პოლიტიკური სიბეცე არ მოსვლია, რადგან მეზობლები საკუთარი მეზობლების სათუთ წარსულში არ ერევიან. სომხების გენოციდის აღიარებით აზერბაიჯანთან და თურქეთთან ისეთი ტიპის პრობლემებს შევიქმნიდით, რომლის არანაირი საჭიროება არ არის. სომხეთის ხელისუფლებასაც ეს საკითხი მშვენივრად ესმის და ისინი ჩვენგან გენოციდის აღიარებას არ მოითხოვენ. როდესაც სომეხთა გენოციდზე არაკვალიფიციური ძალა საუბრობს, ეს იორმუღალოში დამატებითი არგუმენტი იყო იმისათვის, რომ ინაშვილისთვის ხმა არ მიეცათ.

თქვენ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ სიბეცეზე მიუთითებთმაგრამ მათი მხარდამჭერების რაოდენობა დღითიდღეიზრდებაამ ფენომენს როგორ ახსნით?

- მილიონ 200 ათას ხმაში, რაც კოალიციამ მიიღო, ყველა სახის ამომრჩეველია. მათ შორის, სააკაშვილის ხელისუფლებაზე გამწარებული ადამიანებიც არიან. ყველა ერთად ძალიან სახიფათო რეჟიმს დაუპირისპირდა. სრულიად ბუნებრივი პროცესია, როცა ხმების გარკვეული რაოდენობა „ქართულ ოცნებას“ აკლდება და ეს სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება. თვითმართველობის არჩევნების დროს, „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციიდან წასულები არ იყვნენ, თორემ ჩვენი შედეგიდან შვიდი პროცენტი მათკენ იქნებოდა წასული. ამომრჩეველთა დაახლოებით 20 პროცენტი დასავლეთისადმი ნიჰილისტურად განწყობილია და ამ კონტიგენტს ზოგი პრორუსობით ავსებს, ზოგი პროქართულობით და ა.შ. ეს რაოდენობა განკუთვნილია ულტრარადიკალებისთვის, რომელიც არის საფრანგეთშიც, ჰოლანდიაშიც, ავსტრიალშიც და ბრიტანეთშიც, მაგრამ ისინი უფრო კვალიფიციურები არიან. ქართველ ხალხს პრორუსული ხელისუფლების არსებობა არ ემუქრება. კოალიცია „ქართული ოცნების“ მოკავშირე „პატრიოტთა ალიანსი“ არ იქნება.

ინაშვილი აცხადებსრომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილის გზას დაადგავინაიდანკოალიცია საგარეჯოში ამომრჩეველსატერორებდაგამგებლებს უბანთან ახლოს ამყოფებდა და ამომრჩეველს ხელზე 41 ნომერს აწერდა. for.ge-სთან ინაშვილისგანგანსხვავებულ ვითარებაზე ირაკლი სესიაშვილმა ისაუბრარომელმაც თქვარომ საგარეჯოში, „პატრიოტთა ალიანსი“ ისეიქცეოდათითქოსის ხელისუფლებაში იყოხოლო კოალიცია კიოპოზიციაშიამასთანავეპოლიტიკურ კულუარებშიაცხადებენრომ ინაშვილმა ამ აჩევნებში ძალიან დიდი ფული დახარჯასაარჩევნო სახსრების წარმოშობისა და მის ხარჯვისკონტროლი რატომ არ მოხდა?

- ეს კითხვა მეც მაქვს... ინაშვილის ფინანსური რესურსი კოალიციას მიერ გამოყოფილ, კანონიერ ფინანსურ რესურს რომ აღემატებოდა, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ინაშვილის მანქანების რაოდენობა, ბენზინი და გადასაზიდი შესაძლებლობები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე კოალიციის. კითხვები მეც მაქვს, საიდან არის ეს ფული?! მაინტერესებს, ეს ფული თარხან-მოურავმა ერთჯერადად იშოვა? - ზღაპრები თავისიანებს მოუყვნენ. როცა ვამბობთ, რომ ეს პარტია ანტიდასავლური ძალაა, ამაში იმასაც ვგულისხმობთ, მათი ფინანსური წყარო ასეთი უშრეტი საიდან არის?! მათ ფინანსურ რესურსებს არ ვერჩით, როგორიც უნდათ, ისეთი იყოს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა არსებობდეს.

ამ საკითხით შესაბამისი უწყებები რატომ არ ინტერესდებიან?

- არ ვიცი, შეიძლება, ინტერესდებიან კიდეც. ალბათ, მალე, პრემიერ-მინისტრს ყელში ამოუვა, რადგან მას ორი რეიტინგული მინისტრის გადაყენებას სთხოვენ. ეს იმ წაგებული თამაშის გაგრძელებას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები ცუდები არიან და ღარიბაშვილი - კარგია. ღარიბაშვილმა ეს არ ითამაშა და მან თქვა, რესპუბლიკელები ჩემიანები არიან და ხიდაშელი ჩემი კანდიდატიაო. უსუფაშვილი მხოლოდ საგარეჯოში არ ჩასულა, ის წინა დღეს, მარტვილში იმყოფებოდა. ველოდები, რომ ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრს მოსწყინდება. ის ხანდახან, მკვახე განცხადებებისთვის ხელს ჯიბეში არ იყოფს და ალბათ, ის თავის სათქმელს იტყვის. თან შიმშილობა მის სამუშაო ადგილებთან დაიწყო. ალბათ, პრემიერ-მინისტრი იტყვის - სულ მაგ ჭკუაზეა, რომ ინაშვილის ყალბი ილუზიების გამო ორი მინისტრი გადააყენოს. ინაშვილს ყალბი პოლიტიკური ილუზიები აქვს. საგარეჯოში უზარმაზარი თანხები დაიხარჯა და შესაძლოა, ამდენი ხმაური იმიტაციისთვის იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც ფინანსების რეალური მფლობელები არიან.

ეს შეიძლება რუსული ფული იყოს?

- სადაური ფულია, არ ვიცი, მაგრამ თარხან-მოურავი უშურველი ფილანტროპია? - ეჭვი მეპარება. შემიძლია, თვალი „პატრიოტთა ალიანსის“ შემადგენლობას გადავავლო. 1994 წლის პირველ მარტამდე, ადა მარშანია რესპუბლიკელი იყო. ის გავაფრთხილეთ, რომ დსთ-სთვის ხმა არ მიეცა, რადგან ეს დასჯადი ქმედება იქნებოდა. ადას თავისი მოტივები და ყალბი ილუზიები ჰქონდა, რომ თუ დსთ-ში შევალთ, აფხაზეთს იქნებ რაიმე ეშველოსო, დსთ-ს ხმა მისცა და ის პარტიიდან გავრიცხეთ. მან შემდეგ ბევრ სხვადასხვა პარტიაში იარა და ახლა ინაშვილთანაა. ხელი შევუწყვეთ იმას, რომ ემზარ კვიციანი საქართველოში იყოს და თან თავისუფალი. როცა სინამდვილეში ანტიდასავლელი ხარ, უნდა თქვა, დასავლეთი არ მინდა და საქართველოს მომავალს იქ ვხედავ, საიდანაც ფულს ვშოულობო.

საქართველოში ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა და არჩევნების დროსფულის ნაცვლადამომრჩევლის ხმის ყიდვაადვილიათუკი შუალედური არჩევნების მსგავსად, 2016 წლის არჩევნებზეფინანსური რესურსების წარმოშობისგაკონტროლება არ მოხდებაარ ფიქრობთრომ ცუდი შედეგები დადგება?

- ინაშვილმა ბევრი ხმა გულწრფელად მიიღო, მაგრამ ალბათ, რაღაცეები ფინანსებითაც წაიმატა. მას არც ერთი ოპოზიციური მესიჯი არ ჰქონია, ამიტომ, ინაშვილის როგორც ოპოზიციონერზე საუბარი ნაადრევია. ერთ არჩევნებში, ერთ ოლქში ნაჩვენები შედეგი იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ძლიერია. წესით, ფინანსური რესურსები სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ. კერძოდ, იმით უნდა დაინტერესდნენ, ეს კანონიერი ფული იყო, თუ სხვა რამე. კითხვები მიჩნდება, ამდენი ფული საიდან მოდიოდა.

მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ხიდაშელი ინაშვილს დებატებში იწვევდა. მას შემდეგ, რაც ერთი დებატი გაიმართა, ინაშვილი ხიდაშელს გაურბოდა. ის დებატების დროს თავს ვერ აკონტროლებს, წყობიდან გამოდის და აგრესიული ხდება.

Facebook-ის საშუალებით, სომხების გენოციდის აღარებასთან დაკავშირებით, თარხან-მოურავი დებატებში გამოვიწვიე.

თქვენი გამოწვევა ძალაშია - დებატებს ისევ ითხოვთ?

- თუ თარხან-მოურავს უნდა, მას დებატებში ვიწვევ. შესაძლოა, სომხების გენოციდზე წამოსროლილი ტექსტები ან უცოდინრობით გამოწვეულია, ან მიზანმიმართულია, რადგან სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და იქ რუსის ბაზაა განთავსებული. უმცირესობების მიმართ წამოსროლილი ფრაზები, რომ „წადით, ხოფაში“, ქვეყნისთვის სახიფათოა. თარხან-მოურავი დებატებში დამიჯდეს და პასუხი გამცეს, სომეხთა გენოციდის აღიარება რას ნიშნავს. ამას გარდა, დებატებში თანხებზეც ვილაპარაკებთ, თუ საიდან მოდის, რადგან თუ გინდა თან წესიერიც იყო, პოლიტიკით ფული არ იშოვება. მრავალი წლის განმავლობაში, პირველივე მოწვევის უზენაეს საბჭოში ვიყავი და ხელფასიც მქონდა, მაგრამ ფული არ იშოვებოდა.

თინა ხიდაშელის ფოტოებისადაც მას საარჩევნო შტაბში ოქმები შეჰყვასსკანდალის მიზეზი გახდაოპოზიცია ხიდაშელსაკრიტიკებსნაციონალები ინტერესდებიანკეზერაშვილ-ახალაიას მსგავსი ფოტოები რომ გავრცელებულიყოთქვენი რეაქციაროგორი იქნებოდა?

- ხიდაშელი რომელ შტაბში იჯდა? საარჩევნო კომისიაში იყო და ოქმები იქ შეჰყავდა? ხიდაშელი საგარეჯოში მაშინ ჩავიდა, როცა არჩევნები დამთავრდა. თინა ხიდაშელი საგარეჯოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც ზედმიწევნით იცის, რომელი უბნიდან მიღებული ხმა რას ნიშნავს. შესაძლოა, ადგილი ემოციებსაც ჰქონდა.

როდესაცთავდაცვის მინისტრს ლუპით აკვირდებიანის უფრო თავშეკავებული ხომ არ უნდა ყოფილიყო?

- როდესაც ოქმები იმ ადამიანს შეჰყავს, რომელმაც საარჩევნო ოლქი ყველაზე მაგრად იცის და ის ემოციებს გამოხატავს, ამაში გაუგებარი და მიუღებელი რა არის? ამ პრეტენზიებს არ ვიღებ. რაც შეეხება ნაციონალებს, თურმე, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ინაშვილს არჩევნები გაუყალბეს.

ნაციონალებში არჩევნების გაყალბებაზე მხოლოდ წიკლაური არ საუბრობს, for.ge-სთან საუბარში საგარეჯოში არჩევნებისგაყალბებაზე ყურადღება მიხეილ მაჭავარიანმაც გაამახვილა..

- სჯობს, მათ ინფორმაციები საკუთარ წარმომადგენლებთან გაარკვიონ, რომლებიც ოლქებში დანიშნეს. ამ ხელისუფლების მთავარი დამსახურებაა, რომ არჩევნების გაყალბება მოისპო და საარჩევნო კამპანია აბსოლუტურად სუფთად მიდის. ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი სიტყვის თავისუფლებაა და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მფლობელების პრობლემები არსებობს, რაც გაირკვევა. ჩემი კარიერის მანძილზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების საქმიანობას პირველად ვეხები. ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენი გახდა, რომელიც პარლამენტის ფუნქციების მიმტაცებელი გახდა. ისინი იმ ნორმებს აქამდე რატომ არ აუქმებდნენ, რომელიც შევარდნაძე-სააკაშვილის დროსაა მიღებული? - ე.ი. მათ პოლიტიკური მოტივები აქვთ. არ მინდა, რომ საერთო სასამართლოები ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ინსტრუმენტი იყოს, ის სამართლებრივ სივრცეში უნდა დაბრუნდეს. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს შემდგომი ინსტანციები დავას სამართლებრივ სივრცეში გააგრძელებენ. „რუსთავი 2“-ის მფლობელები სახელისუფლებო ჩარევებით იცვლებოდნენ და მსურს, რომ ეს პროცესი დამთავრდეს. „რუსთავი 2“-ის ყოფნა-არყოფნის საკითი არ დგას, ის იყო, არის და იქნება კიდეც. წინ ჟურნალისტები არ უნდა აიფარო, მაგრამ თუკი მენეჯერული საქმიანობისთის 80-100 ათასს ლარიან ხელფასს გაძლევენ, მაშინ ალბათ, გვარამიას მოტივები გასაგებია.

გვარამიას ძალიან კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ის ისეთი ხმალამოღებული მატროსოვი არ არის, რომ პროცესს შეეწიროს. ის 7 ნოემბერთან დაკავშირებით დასაკითხია. რაც შეეხება მაჭავარიანს, მისი განცხადება მიკვრის, რადგან ეს მისი კლასის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არჩევნების გაყალბებაზე მიშა მაჭავარიანის საუბარი იუმორის თემაა. დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე კუნძულებისგან ინაშვილის წისქვილზე წყლის დასხმა კარგი არ არის. ძნელია, ოპოზიციურ გამოცდას გაუძლო, კიდევ უფრო ძნელია, სახელისუფლებო გამოცდას გაუძლო, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი თავისუფლების გამოცდის გაძლებაა. საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხი რაც არის, მსგავსი არც შევარდნაძის დროს ყოფილა და არც სააკაშვილის. ამასაც გაძლება უნდა. დღეს, სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებსაც ზონაში მაგარი სიძნელეებისთვის გაუძლიათ, მაგრამ პატიმრობიდან გათავისუფლებულები მედროვეები გამხდარან. ვიღაცეებზე გული დამწყვეტია.

საზოგადოების ნაწილი რიგ საკითხებთან დაკავშირებითხან კოალიციის დატოვებისკენ მოგიწოდებთხან მკვეთრი პოზიციისდაფიქსირებისკენადამიანთა გარკვეული წრე კოალიციაში თქვენს მეტ რადიკალიზმს ითხოვსროგორ ფიქრობთ,რესპუბლიკელები თავისუფლებისა და სახელისუფლებო გამოცდას აბარებთ?

- კოალიციაში რესპუბლიკელების მსგავსი ოპონენტები სხვა არ ყოფილა. სანამ კოალიციაში „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ, ისინი პოლიტსაბჭოზე გაცილებით ნაკლებს კამათობდნენ, ვიდრე რესპუბლიკელები. თუ მათგან ამ საკითხზე ვინმე შემეკამათება, რაღაც მაგალითებზე ვილაპარაკებ, მაგრამ ჩვენ შიდა ოპონენტები ვართ. კოალიციაში მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვანსხვავებს. რესპუბლიკელები მხოლოდ პარტიულ პერსპექტივაზე რომ ვფიქრობდეთ და ახლა ოპოზიციაში ვიყოთ, გაცილებით უფრო კვალიფიციური ოპოზიციონერები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან. კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ, დასავლეთთან მთელი ტვირთი და კომუნიკაცია ჩვენზეა. კოალიციაში ბევრი რესპუბლიკელისა და ჯამურად „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფნაზე, მნიშნელოვნად დამოკიდებულია ამ კოალიციის მიმართ დამოკიდებულება ევროპასა და ამერიკაში. ახლა კოალიციაში რესპუბლიკელები რომ არ ვიყოთ, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისა და ნატოსთან მიახლოების პროცესში მეტი პრობლემა შეექმნება.

ამას კოალიციაში ხვდებიანეს თქვენს პლიუსად მიაჩნიათთუ მინუსად?

- ძირითადად, კოალიციაში ნორმალური ურთიერთობები გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მოხდა, რომ თინა მინისტრად წავიდა და კომიტეტის თავმჯდომარედ ლევანი აირჩიეს? ამას ჩვენი ცხრა ხმა ხომ არ წყვეტდა? - მას 76 ხმა სჭირდებოდა. ვიღაცას რაღაცა რომ არ სიამოვნებს, ეს პრობლემა არ არის. კოალიციაში გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანებისთვის რესპუბლიკელები კოალიციაში კომფორტული პარტნიორები ვართ. მხოლოდ არჩევნებზე რომ ვფიქრობდეთ, სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირიდან“ როდის წავიდა? - ის ოპოზიციაში 2001 წლის ბოლოს წავიდა, რადგან 2002 წელს თვითმართველობის არჩევნები იყო. ის შევარდნაძის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, რომელიც მისი გამოზრდილი იყო. რესპუბლიკელები ისე არ ვიქცევით, რომ მომენტი დავიჭიროთ და ჩვენი პროცენტები ვთვალოთ. რესპუბლიკელები არჩევნებს პროცენტებით არ წავაგებთ, მაგრამ ჩვენ კოალიციაში პასუხისმგებლიანი ხალხი ვართ. სულ კითხვა იყო - როდის წავლენ რესპუბლიკელებიო. იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით უფრო განსხვავებული პოზიცია გამოვხატეთ, ვიდრე სხვებმა და იმის ეჭვი და შიში არ გამჩენია, რომ ვაიმე, ძალიან გაგვიბრაზდებიან-თქო. ჩვენ ნორმალური და საჭირო პარტნიორები ვართ. თუკი იმის საშუალება გვექნება, რომ ოთხწლიანი ციკლი ბოლომდე მივიყვანოთ, ამისთვის განწყობილები ვართ. სამი წლის მანძილზე, ამის საშუალება მოგვეცა.

როგორ ფიქრობთკოალიცია არსებული შემადგენლობით არჩევნებზე 2016 წელსაც წარსდგებათქვენც მათ რიგებში იქნებით?

- ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში იქნება. ძალიან მაღალი ალბათობით არაფერი მოასწავებს იმას, რომ რესპუბლიკელები კოალიციაში არ ვიყოთ. ამასთანავე, მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენ კოალიციურ შეთანხმებას, თანაპასუხისმგებლობას ვითხოვთ. მრავალპარტიული პარლამენტი გვყავს, სადაც კოალიცია თანამდებობების გადანაწილების თვალსაზრისით კოალიციურია. კოალიციური მრავალპარტიულობა თვითმართველობებშიცაა. მთავრობა ორპარტიული მაისის დასაწყისიდან გახდა, როდესაც აგულაშვილი და ხიდაშელი მინისტრებად დაინიშნენ. ნამდვილი კოალიციური შეთანხმება გვინდა და სჯობს, ეს არჩევნებამდე მოხდეს. უფრო ადვილია იცოდე, რა თემებზე ხარ შეთანხმებული. დიდი თემები არსებობს, რომელიც კოალიციური შეთანხმების საკითხებია.

ერთი მხრივკოალიციურ შეთანხმებაზე საუბრობთმეორე მხრივპრორუსულ ძალებს აკრიტიკებთთქვენს კოალიციაშიმრეწველები“ არიანრომლებიც ჩრდილოელი მეზობლის მიმართ სიმპატიებს არ მალავენპროდასავლური ძალა მათთან როგორთანამშრომლობთ?

- გოგი თოფაძემ პატიოსანი განცხადება გააკეთა, რომ პარლამენტიდან მივდივარო. პარტიის მთავარი ფიგურა, რომელიც სტალინზე განცხადებებს აკეთებს, პატიოსნად იქცევა და ის პარტიას მისი აზრებისგან ათავისუფლებს.

პარლამენტიდან თოფაძის წასვლით რა იცვლებაროცა მის პოზიციას ტყემალაძეც იზიარებს?

- თოფაძე სტალინზე და სხვა ამბებზე რომ არ ლაპარაკობდეს, ტყემალაძე არ ისაუბრებს, რადგან ის სტალინისტი არ არის. მას ვიცნობ და ის ამ მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური დეპუტატია.

სიახლეები
სოციალური ქსელი