ინტერვიუ
დამოუკიდებლობის 25 წლის მიმოხილვა, ინტერვიუ ივლიანე ხაინდრავასთან

დამოუკიდებლობის 25 წელი, განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მიმოხილვა - სალომე ასათიანის ინტერვიუ ივლიანე ხაინდრავასთან.

 

„პრეზიდენტი გამსახურდია თავის სავარძელში მაინც უფრო დისიდენტობდა და მან ვერ მოახერხა იმის გაკეთება, რისი დეკლარირებაც მოახდინა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ანუ კონსოლიდირება ერისა მან ვერ შეძლო.“

 

„პოლიტიკას იმ პერიოდში ძირითადად დისიდენტები ქმნიდნენ. დისიდენტური საქმიანობის გამცდილება ყოველთვის როდი არის ხელშემწყობი უკვე პოლიტიკურ საქმიანობაში და სახელმწიფოს აღმშენებლუბის პროცესში.“

 

„შევარდნაძის მმართველობის მეორე ნაწილი მეტ-ნაკლებად უფრო წარმატებული იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 90-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა საქართველოს დასავლური ვექტორის ინსტიტუციონალიზაცია.“

 

„რაღაცა მომენტში შევარდნაძემ დაკარგა დასავლური ორიენტირები, დასავლური სახლელმწიფოს ჩამოყალიბების უნარი მას არ ჰქონდა. რაღაცა თამაშის წესები დასავლური გადმოიღო და დაამკვიდრა, მაგრამ შემდეგ დამუხრუჭდა იმიტომ, რომ აღარ იცოდა საით და როგორ განევითარებინა პროცესი.“

 

„მილიტარიზაცია ჩემთვის მტკივნეული თემაა იმიტომ, რომ ამაზე იმ დროს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვლაპარაკობდი და ვამბობდი, რომ ხდება არა მხოლოდ ბიუჯეტის მილიტარიზაცია, არამედ ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების მილიტარიზაცია. დენთის სუნი დატრიალდა ჰაერში, განსაკუთრებით, 2006 წლის შემდეგ.“

 

„საქრთველოში ვერცერთ მომენტში ვერ მოინახა და დღემდე არ არის მონახული ბალანსი ეკლესიის ადგილსა და პოლიტიკურ ელიტას, პოლიტიკურ პროცესებს შორის“, - ივლიანე ხაინდრავა, რესპუბლიკური პარტიის წევრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

სიახლეები
სოციალური ქსელი