ინტერვიუ
"60 ქალის მოკვლა არის საკანონმდებლო ორგანოსგან ყურადღების ღირსი"

თამარ კორძაია რადიო თავისუფლების ეთერში რესპუბლიკელების საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს. ინიციტივის თანახმად, ფემიციდი მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში უნდა მოხვდეს.

 

 

„ბოლო 2 წლის განმავლობაში 60 ქალის მოკვლა არის საკანონმდებლო ორგანოსგან ყურადღების ღირსი“,- თამარ კორძაია.

 

 

„ეს კანონპროექტი თავის არიდების შესაძლებლობას არ მისცემს სასამართლოს და ზუსტი კვალიფიკაციის საჭიროების წინაშე დადგება ნებისმიერი აღმასრულებელი ამ კანონის.“

 

 

 

„სამწუხაროდ, რომ წაიკითხოთ სასამართლო გადაწყვეტილებები, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუ დანაშაული ჩადენილია რომელიმე დისკრიმინაციული ნიშნით, მაშინ ეს ითვლება დამამძიმებელ გარემოებად, არცერთ განაჩენში რომელიც ასეთ საქმეებს ეხება, სასამართლოს არ გამოუყენებია და არ უმსჯელია ამ დამამძიმებელ გარემოებებზე.“

 

 

„როდესაც ვუყურებთ ვითარებას რომ არაფერი იცვლება, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დავიწყოთ ცვლილება პარლამენტში. ამ თემებზე მეტი აქცენტირება, მეტი საუბარი, პარლამენტის ტრიბუნიდან ამის დაგმობა, პარლამენტის წევრების მიერ, მოახდენს გარღვევას ცნობიერებაში. თუ ჩემ თაობაში ან ჩემზე უფროს თაობაში ვერა, ჩემ მომავალ თაობაში ნამდვილად გახდება ეს შესაძლებელი.“ - თამარ კორძაია, პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის მოადგილე.

სიახლეები
სოციალური ქსელი