დოკუმენტები
სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნისა და გაუქმების წესი

დამტკიცებულია
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
ეროვნული კომიტეტის
2009 წლის 9 ნოემბრის
№13/13 გადაწყვეტილებით

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის

ტერიტორიული სტრუქტურული ქვედანაყოფების

შექმნისა და გაუქმების წესი

მუხლი 1. ტერიტორიული სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. რესპუბლიკურ პარტიაში შეიძლება შეიქმნას შემდეგი ტერიტორიული სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) საქართველოს ადმინსტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების და თვითმმართველი ქალაქების) ფარგლებში მოქმედი რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციები;
ბ) ქალაქ თბილისის ფარგლებში მოქმედი საოლქო ორგანიზაციები;
გ) რეგიონალური ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებს;
დ) თბილისის საქალაქო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს თბილისის საოლქო ორგანიზაციებს.


მუხლი 2. რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის შექმნა
1. რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის შესაქმნელად შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებლად რეგისტრირებული პარტიის არანაკლებ 20 წევრი ინიციატივით მიმართავს პარტიის რეგიონალურ და საარჩევნო მდივანს.
2. რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის დამფუძნებელი კრების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი სამდივნო  რეგიონალური და საარჩევნო მდივნის წარდგინებით.
3. დამფუძნებელი კრების ჩატარებას და კრების მონაწილეებისათვის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის ტიპური დებულების გაცნობას უზრუნველყოფს  რეგიონალური და საარჩევნო მდივანი.
4. დამფუძნებელი კრება იღებს რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის დებულებას და ამ დებულების მიხედვით ირჩევს ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებს და პირებს.
5. პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ეროვნული კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის შექმნის შესახებ და ამტკიცებს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ დებულებას.

მუხლი 3. თბილისის საოლქო ორგანიზაციის შექმნა
1. თბილისის საოლქო ორგანიზაციები იქმნება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალაქ თბილისში შექმნილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე.
2. თბილისის საოლქო ორგანიზაციები იქმნება რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციისათვის დადგენილი წესით.

მუხლი 4. რეგიონალური ორგანიზაციის შექმნა
1. რეგიონალური ორგანიზაცია შეიძლება შეიქმნას თუ შესაბამისი რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ადმნისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების არანაკლებ 2/3-ში შექმნილია რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციები.
2. რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელი კრების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი სამდივნო რეგიონალური და საარჩევნო მდივნის წარდგინებით.
3. დამფუძნებელი კრების ჩატარებას და კრების მონაწილეებისათვის  რეგიონალური ორგანიზაციის ტიპური დებულების გაცნობას უზრუნველყოფს  რეგიონალური და საარჩევნო მდივანი.
4. დამფუძნებელი კრება იღებს  რეგიონალური ორგანიზაციის დებულებას და ამ დებულების მიხედვით ირჩევს ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებს და პირებს.
5. პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ეროვნული კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას  რეგიონალური ორგანიზაციის შექმნის შესახებ და ამტკიცებს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ დებულებას.

მუხლი 5. თბილისის საქალაქო ორგანიზაციის შექმნა
1. თბილისის საქალაქო ორგანიზაცია შეიძლება შეიქმნას თუ თბილისში შექმნილია ამ დებულებით გათვალისწინებული საოლქო ორგანიზაციების არანაკლებ 2/3.
2. აღმასრულებელი სამდივნო  რეგიონალური და საარჩევნო მდივანის წარდგინებით იხილავს თბილისის საქალაქო ორგანიზაციის შექმნის საკითხს და შეიმუშავებს თბილისის საქალაქო ორგანიზაციის დებულებას.
3. პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ეროვნული კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო ორგანიზაციის შექმნის შესახებ და ამტკიცებს მის დებულებას. 

მუხლი 6. სტრუქტურული ქვედანაყოფის გაუქმება
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის გაუქმების საკითხს აღმასრულებელი სამდივნოს წარუდგენს პარტიის თავმჯდომარე, თუ:

ა)  რაიონულ (საქალაქო) ან საოლქო ორგანიზაციაში ირიცხება ამ დებულებით შესაბამისი ორგანიზაციის შექმნისათვის დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები წევრი;
ბ)  რეგიონის ან თბილისის ტერიტორიაზე აღარ ფუნქციონირებს ამ დებულებით შესაბამისი ორგანიზაციის შექმნისათვის დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები რაიონული (საქალაქო) ან საოლქო ორგანიზაცია;
გ)  წესდებით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში ვერ ჩატარდა შესაბამისი რაიონული (საქალაქო), საოლქო ან  რეგიონალური ორგანიზაციის კრება ან ვერ აირჩა შესაბამისი ორგანოები და თანამდებობის პირები;
დ)  სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობა ეწინააღმდეგება პარტიის პოლიტიკურ კურსს.

2. სტრუქტურული ერთეულის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კომიტეტი აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით.

მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფების რეესტრი
1. სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნისა და გაუქმების შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში (დანართი 1), რომელსაც აწარმოებს  რეგიონალური და საარჩევნო მდივანი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნის ან გაუქმების შესახებ ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებიდან 5 დღის ვადაში რეესტრში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
3. მონაცემები 2009 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით პარტიაში უკვე მოქმედი სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ (დანართი 2) რეესტრში აისახება ანბანური თანმიმდევრობით და ქვეყნდება პარტიის ვებ-გვერდზე ამ წესის დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში.

დანართი 1

სტრუქტურული ქვედანაყოფების რეესტრი

 #  სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება  სამოქმედო ტერიტორია  შექმნის გადაწყვეტილება  გაუქმების გადაწყვეტილება  შენიშვნა
 1.
       
 2.          
 ...          

 








 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩვენ შესახებ