დოკუმენტები
რაიონული ორგანიზაციის დებულება
დამტკიცებულია
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
ეროვნული კომიტეტის მიერ
20__ წლის __ ____________________
#__/__ გადაწყვეტილებით

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
....................................... რაიონული ორგანიზაციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ----------------- რაიონული ორგანიზაცია (შემდგომში `რაიონული ორგანიზაცია~) არის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. რაიონული ორგანიზაცია მოქმედებს ------------------ რაიონის ტერიტორიულ ფარგლებში რესპუბლიკური პარტიის წესდების, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ეროვნული კომიტეტისა და აღმასრულებელი სამდივნოს გადაწყვეტილებათა, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. რაიონული ორგანიზაციის შექმნა და ლიკვიდაცია
1. რაიონული ორგანიზაცია იქმნება და უქმდება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით.
2. რაიონული ორგანიზაცია შეიძლება შეიქმნას, თუ მასში გაერთიანებულია პარტიის არანაკლებ 20 წევრი.

მუხლი 3. რაიონული ორგანიზაციის წევრობა
1. რაიონული ორგანიზაციის წევრია რესპუბლიკური პარტიის ყველა წევრი, რომელიც საცხოვრებლად რეგისტრირებულია ამ რაიონის ტერიტორიაზე.
2. რაიონული ორგანიზაციის წევრად პარტიის წევრის აღრიცხვას ახდენს შესაბამისი რაიონული კომიტეტი.
3. პარტიის წევრი კარგავს რაიონული ორგანიზაციის წევრის სტატუსს რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში.

მუხლი 4. საერთო კრება
1. საერთო კრება მოიწვევა ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ რაიონული კომიტეტის მიერ.
2. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა რაიონული კომიტეტის მიერ:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მოთხოვნით;
გ) რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნით;
დ) რაიონული ორგანიზაციის წევრთა არანაკლებ ¼–ის წერილობითი მოთხოვნით.
3. რიგგარეშე საერთო კრება ტარდება მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
4. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება რაიონული ორგანიზაციის წევრთა ¼ მაინც, გარდა დამფუძნებელი კრებისა, რომელიც უფლებამოსილია თუ მას ესწრება რაიონული ორგანიზაციის წევრთა ნახევარზე მეტი.
5. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
6. საერთო კრება:
ა) იღებს, აგრეთვე ცვლილებები შეაქვს რაიონული ორგანიზაციის დებულებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტს;
ბ) ირჩევს რაიონულ კომიტეტსა და სარევიზიო კომისიას;
გ) ისმენს მის მიერ არჩეული ორგანოების ანგარიშს და აფასებს მათ;
დ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რაიონული ორგანიზაციის ნებისმიერი სხვა ორგანოს გამგებლობაში მყოფ საკითხზე, გააუქმოს ან შეცვალოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. საერთო კრების გადაწყვეტილება სავალდებულოა რაიონული ორგანიზაციის ყველა წევრისა და ორგანოსათვის.

მუხლი 5. რაიონული კომიტეტი
1. საერთო კრებებს შორის პერიოდში რაიონული ორგანიზაციის საქმიანობას წარმართავს რაიონული კომიტეტი.
2. რაიონული კომიტეტი შედგება საერთო კრების მიერ ფარული კენჭისყრით ერთი წლის ვადით არჩეული რესპუბლიკური პარტიის 7 წევრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი თანამდებობრივად არის შესაბამისი რაიონის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის არჩეული ხელმძღვანელი. რაიონული კომიტეტის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს რაიონული ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს და არჩეულად ითვლება 6 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
3. რაიონული კომიტეტი:
ა) თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და გადააყენებს რაიონული კომიტეტის თავმჯდომარეს (რომელიც იმავდროულად არის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე), ხოლო თავმჯდომარის წარდგინებით მის მოადგილეს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას რაიონული ორგანიზაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნისა და გაუქმების შესახებ; ამტკიცებს მათ დებულებებს;
გ) ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონული ორგანიზაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;
დ) უფლებამოსილია გააუქმოს რაიონული ორგანიზაციის ტერიტორიული და სტრუქტურული ქვედანაყოფის გადაწყვეტილება;
ე) რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს რაიონული ორგანიზაციის აპარატის სტრუქტურასა და მისი სამსახურების ხელმძღვანელებს;
ვ) აკეთებს განცხადებებს რაიონული ორგანიზაციის სახელით;
ზ) ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. რაიონული კომიტეტის სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
5. რაიონული კომიტეტის გადაწყვეტილება სავალდებულოა რაიონული ორგანიზაციის წევრების, ტერიტორიული და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.
6. რაიონული კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრთა არანაკლებ 1/4 მოთხოვნით. სხდომა ტარდება მოთხოვნიდან 48 საათის განმავლობაში.
7. რაიონული კომიტეტის თითოეულ წევრს განესაზღვრება კონკრეტული ფუნქციები პარტიული საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა შესაბამისად და ისინი პიროვნულად არიან ანგარიშვალდებულნი რაიონული კომიტეტის წინაშე.
8. რაიონული კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომის ან რაიონული კომიტეტის მიერ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში. თუ რაიონული კომიტეტის შემადგენლობაში საერთო კრების მიერ არჩეულ წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი აღარ დარჩა, ორი კვირის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე საერთო კრება რაიონული კომიტეტის შემადგენლობის შესავსებად. საერთო კრებას იწვევს და მის ჩატარებას უზრუნველყოფს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 6. რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე
 1. რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე იმავდროულად არის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2. რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე რაიონული ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირია და მოქმედებს რაიონული ორგანიზაციის საერთო კრების, კომიტეტის, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, აღმასრულებელი სამდივნოსა და ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად. რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.
3. რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს რაიონულ ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, აკეთებს განცხადებებს რაიონული ორგანიზაციის სახელით;
ბ) იწვევს და ხელმძღვანელობს რაიონული კომიტეტის სხდომებს;
გ) რაიონულ კომიტეტს დასამტკიცებლად წარუდგენს რაიონული ორგანიზაციის სტრუქტურასა და მისი სამსახურების ხელმძღვანელებს, ათავისუფლებს მათ თანამდებობიდან;
დ) ხელს აწერს სათათბიროსა და რაიონული კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს, გამოსცემს ბრძანებებს;
ე) ასრულებს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
11. რაიონული კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდება უფლებამოსილების ვადის გასვლის, გადადგომის, გადაყენების ან გარდაცვალებისას. ასეთ შემთხვევაში რაიონული კომიტეტი ორი კვირის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს.
12. რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს რაიონული კომიტეტის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში _ მის უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. სარევიზიო კომისია
1. სარევიზიო კომისიას პარტიის წევრთაგან სამი წევრის შემადგენლობით ფარული კენჭისყრით ერთი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს რაიონული ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს და არჩეულად ითვლება სამი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
2. სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ კომისიის წევრები.
3. სარევიზიო კომისია აკონტროლებს რაიონული ორგანიზაციის წევრების, ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ რაიონული ორგანიზაციის დებულების, რესპუბლიკური პარტიის წესდების დაცვას, მატერიალურ ფასეულობათა მართვას და თავის დასკვნებს წარუდგენს შესაბამის პარტიულ ორგანოებს.
4. სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
5. სარევიზიო კომისია ვალდებულია გააცნოს თავისი დასკვნა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტს, სარევიზიო კომისიას, რაიონულ კომიტეტს და იმ ორგანოს ან წევრს, რომელსაც იგი ეხება.
6. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია რაიონული ორგანიზაციის საერთო კრების წინაშე.
7. სარევიზიო კომისიის წევრს უფლება აქვს დაესწროს რაიონული ორგანიზაციის ტერიტორიულ და სტრუქტურულ ქვედანაყოფთა სხდომებს, გამოთქვას თავისი მოსაზრებები.

მუხლი 8. ზონების საკოორდინაციო საბჭო
1. რაიონული ორგანიზაციის ფარგლებში იქმნება ტერიტორიულ სტრუქტურული დანაყოფები – ზონების საკოორდინაციო საბჭო.
2. ზონების საკოორდინაციო საბჭო შედგება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ზონების ხელმძღვანელებისგან.
3. ზონების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რაიონულ კომიტეტთან შეთანხმებით.
4. ზონების საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის წინაშე.
5. ზონების საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.

მუხლი 9. დებულების ამოქმედება
ეს დებულება ძალაში შედის საერთო კრების მიერ მისი მიღებისა და რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მიერ დამტკიცების დღიდან.
 
 
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ......................................... რაიონული კომიტეტი:

1.    ......................................................... – თავმჯდომარე;
2.    ......................................................... – თავმჯდომარის მოადგილე;
3.    .........................................................;
4.    .........................................................;
5.    .........................................................;
6.    .........................................................;
7.    ........................................................ – რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.


საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ......................................... რაიონული სარევიზიო კომისია:
1.    ......................................................... – თავმჯდომარე;
2.    .........................................................;
3.    ..........................................................

ჩვენ შესახებ