დოკუმენტები
ეროვნული კომიტეტის რეგლამენტი

დამტკიცებულია
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
ეროვნული კომიტეტის მიერ
2009 წლის 9 ნოემბრის
#13/11 გადაწყვეტილებით

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის

ეროვნული კომიტეტის

რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი

 


მუხლი 1. ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა 


1.   
ეროვნული კომიტეტის 35 წევრს ფარული კენჭისყრით 2 წლის ვადით ირჩევს პარტიის ყრილობა. ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილია კოოპტაციის წესით საკუთარ შემადგენლობას დაამატოს არა უმეტეს 5 წევრი
2.   
კოოპტაციის წესით ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში ახალი წევრის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კომიტეტი. ეროვნული კომიტეტისთვის კოოპტაციის წესით კომიტეტის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს პარტიის თავმჯდომარეს ან/და ეროვნული კომიტეტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/3-. ეროვნული კომიტეტის სრული შემადგენლობა ნიშნავს ყრილობის მიერ არჩეულ 35 წევრს დამატებული კოოპტაციის წესით ეროვნული კომიტეტის მიერ დამატებულ წევრთა რაოდენობას
3.   
ეროვნული კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომის, პარტიის წევრობის შეწყვეტის, შეჩერების ან გარდაცვალების შემთხვევაში. ეროვნული კომიტეტის წევრი გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ კომიტეტს ან აკეთებს განცხადებას კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს, მათ შორის გარდაცვალების ფაქტს, ცნობად იღებს ეროვნული კომიტეტი
4.   
ეროვნული კომიტეტის გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს ბოლო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე მომდევნო კანდიდატი. ეროვნული კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს პარტიის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში წერილობით აცნობებს შესაბამის კანდიდატს. ეროვნული კომიტეტის წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის შესაბამისმა კანდიდატმა შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით უნდა მიმართოს პარტიის თავმჯდომარეს  და დაადასტუროს ეროვნული კომიტეტის წევრობის სურვილი. თუ შესაბამისი კანდიდატი დადგენილი წესით არ დაადასტურებს ეროვნული კომიტეტის წევრობის სურვილს, მაშინ აღნიშნული უფლება გადადის საუკეთესო შედეგის მქონე მომდევნო კანდიდატზე

მუხლი 2. ეროვნული კომიტეტის უფლებამოსილება 


1.
ეროვნული კომიტეტი:

)    პირველსავე სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს
)    სრული შემადგენლობის არა ნაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით განიხილავს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. გადაწყვეტილებას კენჭი ეყრება საკითხის დასმიდან სამი დღის ვადაში და მიიღება არანაკლებ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით
)    პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკუთარი შემადგენლობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2 კვირის ვადაში ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს
)    პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს მდივნებს. უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს მდივანი
)    პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის და აუქმებს დარგობრივ კომისიებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს
)    ისმენს პარტიის თავმჯდომარის, პარტიის მდივნების, დარგობრივი კომისიების ხელმძღვანელების, წარმომადგენლობით ორგანოებში პარტიული წარმომადგენლობების, რეგიონალური, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების, ახალგაზრდული ორგანიზაციის ანგარიშებს
)    აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით თანამდებობიდან გადააყენებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს
)    ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტებს
)    პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა სიას
)    პარტიის თავმჯდომარესა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ ორგანოს შორის კონსულტაციის საფუძველზე, პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში პარტიის მიერ წარსადგენ კანდიდატურებს
)    აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს საწევრო შესატანის ოდენობასა და გადახდის წესს
)    უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გააუქმოს აღმასრულებელი სამდივნოსა და პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება
)    ასრულებს წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 3. ეროვნული კომიტეტის სხდომა 


1.   
ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა იმართება კომიტეტის არჩევიდან არა უგვიანეს მე-4 დღისა. ეროვნული კომიტეტის პირველ სხდომას იწვევს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე კომიტეტის არჩევიდან 24 საათში და კომიტეტის სხდომა იმართება მოწვევიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომის გამართვის დრო და ადგილი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომიტეტის ყველა წევრს. ეროვნული კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე
2.   
თუ პარტიის თავმჯდომარე დადგენილ ვადაში არ მოიწვევს ეროვნული კომიტეტის პირველ სხდომას, ეროვნული კომიტეტის წევრები არჩევიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა უნდა შეიკრიბონ პარტიის ცენტრალურ ოფისში და გამართონ კომიტეტის პირველი სხდომა. ამ შემთხვევაში კომიტეტის პირველ სხდომას ხელმძღვანელობს კომიტეტის უხუცესი წევრი
3.   
ეროვნული კომიტეტის სხდომებს იწვევს და წარმართავს პარტიის თავმჯდომარე
4.   
ეროვნული კომიტეტის მორიგი სხდომა იმართება ორ თვეში ერთხელ მაინც
5.   
ეროვნული კომიტეტის მორიგ სხდომებს შორის პერიოდში შეიძლება მოწვეული იქნეს ეროვნული კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. ეროვნული კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს პარტიის თავმჯდომარე:

)    ეროვნული კომიტეტის წევრთა არა ნაკლებ ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით
)    არა ნაკლებ ორი რეგიონალური ორგანიზაციის რეგიონალური კომიტეტების წერილობითი მოთხოვნით
)    საკუთარი ინიციატივით.

6.    ამ მუხლის მე-5 პუნქტის "" და "" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავმჯდომარე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ  გადაწყვეტილებას იღებს (აცხადებს სხდომის გამართვის დროსა და ადგილს) მოთხოვნიდან არა უგვიანეს მე-3 დღეს, ხოლო რიგგარეშე სხდომა იმართება მოთხოვნიდან არა უგვიანეს მე-7 დღეს, გარდა მე-2 მუხლის "" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც სხდომა უნდა გაიმართოს მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში
7.   
გადაწყვეტილება ეროვნული კომიტეტის სხდომის მოწვევის შესახებ დაუყოვნებლივ განთავსდება პარტიის ცენტრალური ოფისის საინფორმაციო დაფაზე და ეცნობებათ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში ქვეყნდება პარტიის საინფორმაციო ბიულეტენსა და ვებ გვერდზე
8.   
თუ თავმჯდომარე დადგენილ ვადაში არ მოიწვევს კომიტეტის რიგგარეშე სხდომას მაშინ, დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა მას იწვევს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი და სხდომა იმართება მოწვევიდან არა უგვიანეს მე-4 დღეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე კომიტეტის წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში კომიტეტის წევრებს უფლება აქვთ შეუფერხებლად გამართონ სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში. სხდომის თავმჯდომარეს ირჩევს კომიტეტი
9.   
ეროვნული კომიტეტის სხდომის გამართვის დრო და ადგილი მორიგი სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს. ეროვნული კომიტეტის წევრებისთვის სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს პარტიის თავმჯდომარე ნებისმიერი გონივრული საშუალებით (შეხვედრა, ფოსტა, ელფოსტა, სატელეფონო შეტყობინება, კომიტეტის სხვა წევრის ან ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომლის მეშვეობით შეტყობინება). 
10.   
ეროვნული კომიტეტის მორიგი სხდომა იმართება განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. დღის წესრიგს ადგენს პარტიის თავმჯდომარე და სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე აცნობებს ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს. ეროვნული კომიტეტის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში რომელიმე საკითხის დამატება და ამის თაობაზე სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე მიმართოს პარტიის თავმჯდომარეს. წინადადების გაზიარების შემთხვევაში დაზუსტებულ დღის წესრიგს პარტიის თავმჯდომარე სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე უგზავნის ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს
11.   
ეროვნული კომიტეტის წევრს უფლება აქვს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე სხდომაზე მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კომიტეტი სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/5 ის უმრავლესობით
12.   
ეროვნული კომიტეტის სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც გასაცნობად უნდა გაეგზავნოს ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს, ხოლო სხდომის დაწყებისას ყველა დოკუმენტი უნდა გადაეცეს ბეჭდური ფორმით
13.   
რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს სხდომის მოწვევის ინიციატორი და სხდომა იხურება მისი ამოწურვისთანავე. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაუშვებელია. დროის სიმცირის გამო შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი და სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები ეროვნული კომიტეტის წევრებს წინასწარ გასაცნობად გაეგზავნოთ ამ მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებით დადგენილი ვადების დაუცველად.

მუხლი 4. ეროვნული კომიტეტის სხდომაზე დასწრება 


1.   
ეროვნული კომიტეტის სხდომა არის ღია და მასზე დასწრების უფლება აქვს პარტიის ყველა წევრს. სხდომაზე დასწრების მსურველმა პარტიის წევრმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს პარტიის თავმჯდომარეს სხდომამდე არა უგვიანეს 3 დღისა. დასწრების მსურველთა სიმრავლის შემთხვევაში სხდომას განცხადების რიგითობის მიხედვით დაესწრება იმდენი მსურველი, რის საშუალებასაც იძლევა სხდომათა დარბაზი
2.   
ეროვნული კომიტეტის სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იქნენ პარტიის თანამდებობის პირები, პარტიის წევრები და სხვა პირები
3.   
ეროვნული კომიტეტის სხდომაზე დამსწრე პირი ვალდებულია დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი წესები და ხელი არ შეუშალოს კომიტეტს ან კომიტეტის წევრს საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში. სხდომაზე დამსწრე პირს სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სხდომის თავმჯდომარე
4.   
პარტიის სარევიზიო კომისიის წევრებს საკუთარი უფლებით შეუძლიათ დაესწრონ ეროვნული კომიტეტის სხდომებს, რის შესახებაც მათ პარტიის თავმჯდომარეს უნდა აცნობონ მორიგ სხდომამდე არა უგვიანეს 3 დღისა, ხოლო რიგგარეშე სხდომის შემთხვევაში - არა უგვიანეს 1 დღისა. სარევიზიო კომისიის წევრებს სხდომის შესახებ ინფორმაცია და მასალები მიეწოდებათ ეროვნული კომიტეტის წევრისათვის დადგენილი წესით
5.   
ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს დამსწრე პირებისათვის, გარდა იმ პირთათვის, ვისაც ეროვნული კომიტეტი მოიწვევს დახურულ სხდომაზე. აღნიშნული წესი არ ვრცელდება სარევიზიო კომისიის წევრებზე

მუხლი 5. ეროვნული კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა 


1.   
ეროვნული კომიტეტის სხდომებს თავმჯდომარეობს პარტიის თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარის არყოფნის ან ფუნქციათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში სხდომას უძღვება პარტიის პოლიტიკური მდივანი. პოლიტიკური მდივნის არყოფნის შემთხვევაში ეროვნული კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობს პარტიის თავმჯდომარის მიერ შერჩეული ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი წევრი-მდივანი
2.   
სხდომის მომზადებასა და ჩატარებაში სხდომის თავმჯდომარეს დახმარებას უწევს სხდომის მდივანი ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომელი
3.   
სხდომის თავმჯდომარე:

)    აუწყებს კომიტეტს სხდომის გახსნისა და დამთავრების შესახებ
)    უძღვება საკითხების განხილვას
)    უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას
)    ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ
)    კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს
)    ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმს
)    რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აფრთხილებს ან/და სხდომის დარბაზს ატოვებინებს კომიტეტის წევრს ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირს
)    რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეწყვეტს სხდომას ან აცხადებს შესვენებას
)    ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.    სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში
5.   
ეროვნული კომიტეტის სხდომის დაწყებისთანავე სხდომის მდივანი ადგენს სხდომაზე გამოცხადებულ წევრთა ვინაობას და აცხადებს სხდომაზე გამოცხადებულ კომიტეტის წევრთა რაოდენობას
6.   
ეროვნული კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი
7.   
ეროვნული კომიტეტი კენჭისყრით ამტკიცებს დღის წესრიგს
8.   
სხდომის თავმჯდომარე აცხადებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს და საკითხის ავტორს გადასცემს სიტყვას შესაბამისი მოხსენებისთვის. მოხსენების შემდეგ თავმჯდომარე სიტყვას აძლევს ეროვნული კომიტეტის წევრებს. საკითხის განხილვის დაწყებამდე კომიტეტმა შეიძლება დაადგინოს გამოსვლების მაქსიმალური ხანგრძლივობა, აგრეთვე თითოეულ საკითხზე ერთიდაიმავე პირის გამოსვლის მაქსიმალური რაოდენობა
9.   
ეროვნული კომიტეტის წევრი ხელის აწევით აფიქსირებს საკუთარ სურვილს მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში (დასვას შეკითხვა ან/და გამოთქვას საკუთარი აზრი). სხდომის თავმჯდომარე ინიშნავს მსურველთა რიგითობას და შესაბამისი თანმიმდევრობით აძლევს სიტყვას გამომსვლელებს. დაუშვებელია სიტყვით გამოსვლა თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. გამოსვლის შინაარსი არ უნდა სცდებოდეს განსახილველ საკითხს
10.   
ეროვნული კომიტეტის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს სხდომის მდივანი. სხდომის ოქმს ხელს აწერენსხდომის თავმჯდომარე და მდივანი

მუხლი 6. კენჭისყრის პროცედურა - ხმის მიცემა და დათვლა 


1.   
როდესაც სხდომაზე განხილული საკითხი საჭიროებს კომიტეტის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის პროცედურა იწყება საკითხის განხილვის შემდეგ, თუ კომიტეტმა კენჭისყრის ჩატარების სხვა დრო არ დაადგინა
2.   
კენჭისყრის დაწყებამდე თავმჯდომარე ადგენს დამსწრე წევრთა რაოდენობას. თუ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისთვის საჭირო ეროვნული კომიტეტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე გადადებს კენჭისყრას და აცხადებს გადადებული კენჭისყრის ჩატარების დროს. თუ სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა რაოდენობა საკმარისია კენჭისყრის გასამართავად, სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე სვამს საკითხს
3.   
კენჭისყრის მიმდინარეობისას ეროვნული კომიტეტის წევრი დარბაზს ტოვებს სხდომის თავმჯდომარის ნებართვით
4.   
თუ კენჭისყრის მიმდინარეობისას კომიტეტის წევრი ხმის მიუცემლად  დატოვებს სხდომის დარბაზს, ამ კენჭისყრაზე ის არ ჩაითვლება დამსწრედ ამ კენჭისყრის შედეგების დადგენისას
5.   
ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომიტეტის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედისა
6.   
ხმის მიცემა ხდება უშუალოდ სხდომაზე, ღიად, ხელის აწევითა და შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებით - "მომხრე", "წინააღმდეგი", "მონაწილეობას არ ვღებულობ".  დაუშვებელია ხმის უფლების სხვისთვის გადაცემა. კომიტეტის წევრის მიერ კენჭისყრის დროს გამოხატული პოზიციის შემდგომში შეცვლა გავლენას არ ახდენს კენჭისყრის შედეგებზე. თუ სხდომაზე დამსწრე წევრი მონაწილეობას არ მიიღებს კენჭისყრაში, მაშინ ის არ ჩაითვლება დამსწრედ ამ კენჭისყრის შედეგების დადგენისას
7.   
კენჭისყრის დროს თავმჯდომარე სთხოვს სხდომის მდივანს ამოიკითხოს კომიტეტის წევრთა სია და დააფიქსიროს მათი პოზიციები, ხოლო კომიტეტის წევრებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. სიის სრულად ამოკითხვისა და კომიტეტის წევრთა პოზიციების დაფიქსირების შემდეგ მდივანი აჯამებს და თავმჯდომარეს აცნობებს კენჭისყრის შედეგებს, რის შემდეგაც თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის შედეგებს.  კენჭისყრის შედეგების ამსახველი სპეციალური ფურცელი თან ერთვის სხდომის ოქმს
8.   
საკადრო საკითხებთან დაკავშირებით (თავმჯდომარე, მდივნები, კომისიების ხელმძღვანელები და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები), კომიტეტის დამსწრე წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში, იმართება ფარული კენჭისყრა
9.   
ფარული კენჭისყრა იმართება  ბიულეტენების საშუალებით. კენჭისყრის პროცესის ორგანიზებისა და ხმის დათვლისთვის ეროვნული კომიტეტი საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს 3 - წევრიან ხმის დამთვლელ ჯგუფს
10.   
დაუშვებელია ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე სხდომაზე კენჭისყრის განმეორებით გამართვა, თუ საკითხის ირგვლივ დამატებით არ გამოვლინდა ახალი გარემოებები. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრის გამართვის საკითხს წყვეტს ეროვნული კომიტეტი
11.   
ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებას მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. გადაწყვეტილებები ინომრება თანმიმდევრულად
12.   
ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებები კომიტეტის მიერ დადგენილი წესით მიეწოდება პარტიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებები შეიძლება გამოქვეყნდეს პარტიის საინფორმაციო საშუალებებით
13.   
ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ გადაწყვეტილებაში სხვა ვადა არ არის მითითებული

მუხლი 7. პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის 


1.   
რეგლამენტის დარღვევისთვის ეროვნული კომიტეტის წევრის მიმართ დაწესებულია პასუხისმგებლობის შემდეგი ფორმები:

)    გაფრთხილება ოქმში შეტანით
)    სხდომათა დარბაზის დატოვება.

2.    გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება ეროვნული კომიტეტის იმ წევრის მიმართ, რომელიც:

)    სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე
)    ჩაიდენს მოქმედებას, რომელიც იწვევს სხდომის შეფერხებას;

3.    სხდომის დარბაზის დატოვება გამოიყენება ეროვნული კომიტეტის იმ წევრის მიმართ, რომელიც კომიტეტს არ აძლევს ნორმალური მუშაობის საშუალებას
4.   
ეროვნული კომიტეტის წევრი, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნება სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნა, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას და კომიტეტის წევრის საკითხს განსახილველად გადასცემს სარევიზიო კომისიას პარტიული სასჯელის საკითხის განსახილველად

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები 


1.   
რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კომიტეტის გადაწყვეტილებით
2.   
რეგლამენტი ძალაში 2009 წლის 23 ნოემბრიდან.

 

 

ჩვენ შესახებ