სიახლეები
თინათინ ხიდაშელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ALDE ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტია

თინათინ ხიდაშელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრაქციის "ლიბერალ დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის" (ALDE) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობს.

 

სესიის პირველ დღეს თინათინ ხიდაშელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრაქციის "ლიბერალ დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის" ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. შესაბამისად თინათინ ხიდაშელი პარტია "ლიბერალ დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის" ბიუროს წევრი გახდა.

 

 

სესიის მუშაობაში ასევე მონაწილეობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი.

 
სიახლეები
სოციალური ქსელი