სიახლეები
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

8-9 თებერვალს ბაზალეთში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. სხდომის პირველ დღეს პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ეროვნულ კომიტეტს საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების კრებების ჩატარების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

 

კომიტეტის წევრებმა თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრად ეროვნული კომიტეტის წევრი გულიკო ზუმბაძე დანიშნეს.

შემდეგ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა კომიტეტს არსებული პოლიტიკური ვითარებბა გააცნო და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საგარეო პოლიტიკას და საქართველოს პერსპექტივებს ევროინტეგრაიის კუთხით.

დავით ბერძენიშვილის თქმით, საქართველო ერთადერთია, რომელსაც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, არ აქვს იგივე პრობლემები, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მონაწილე დანარჩენ სახელმწიფოებს.

„ევროკავშირის ინტერესებშიც შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი არ ჩავარდეს, საქართველო კი ევროკავშირის მოთხოვნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. რეალური შესაძლებლობები ჩნდება იმისა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება 2015 წლის განმავლობაში მოხდეს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ევროპაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნული ვიზიტის დროს ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსთან თანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადასვლისთვის მზაობა დაფიქსირეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული მხარე უნდა მოდუნდეს. ახლა გაცილებით მეტი მობილიზება გვმართებს. აგვისტოში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კი, 2015 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას შევძლებთ”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომიტეტის წევრებმა საარჩევნო კოდექსიც განიხილეს და კოდექსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე იმსჯელეს.

სხდომაზე ივლიანე ხაინდრავას ინიციატივით დისკუსია გაიმართა შემდეგ თემაზე: „საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ ურთიერთქმედება პარტიის მმართველ ორგანოებთან.

 

სიახლეები
სოციალური ქსელი