სიახლეები
რესპუბლიკელთა პოზიცია აფხაზეთის საკითხში: სიმართლე და სპეკულაცია

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგელებმა არაერთხელ განმარტეს მათი პოზიცია აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით.

ცალკეულ რესპუბლიკელთა რეალისტური მიდგომები და პარტიის ვრცელი კონცეფცია აფხაზეთის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში ვერ გაიაზრა და უარყო როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ხელისუფლებამ. საქართველოს ხელისუფლებების გაუაზრებელმა და უგუნურმა პოლიტიკამ აფხაზეთის საკითხში რუსეთს აფხაზეთის ოკუპაცია გაუადვილა.

სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციას, მიმართავს სპეკულაციას და ცილისწამებას. მაგ. გაზეთი "ასავალ-დასავალი" წლების განმავლობაში აქვეყნებს კუპიურებს, რომლებიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან.

კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ ამონარიდებს ცნობილი პუბლიკაციიდან "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტები, #4". აქ მოყვანილი ფრაზები ეკუთვნით დავით ბერძენიშვილსა (გვ. 91 და 93) და თინათინ ხიდაშელს (გვ. 132, 141, და 145). 

ასევე ვაქვეყნებთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან" ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტები, #9", რომლებიც ეკუთვნით: პაატა ზაქარეიშვილს (გვ. 13), დავით ბერძენიშვილს (გვ. 136-137) და თინათინ ხიდაშელს (გვ. 216-217).

ორიგინალი ტექსტიდან გამოვყავით სწორედ ის გვერდები, რომლებსაც "ასავალ-დასავალი" უთითებს. ამ ამონარიდებში ყველგან საუბარია აფხაზეთის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში, რაც აქარწყლებს "ასავალ-დასავალის" ინსინუაციებსა და შეგნებულ ტყუილს.

საავტორო უფლება პუბლიკაციებზე ეკუთვნის კალიფორნიის უნივერსიტეტს და მასში გაშუქებულია ქართულ-აფხაზური კონფერენციის მასალები.

ამასთანავე ვაქვეყნებთ #4 პუბლიკაციის სრულ ვერსიას.

~

 

სიახლეები
სოციალური ქსელი