სიახლეები
დავით უსუფაშვილის პრესკონფერენცია კოალიციის სამომავლო გეგმებზე

დავით უსუფაშვილი პრესაგე.ტვ-ის პრესკლუბში ჟურნალისტებს შეხვდა.

საუბარი მრავალ თემას შეეხო: პატრიარქის განცხადება დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, არაფორმალური სამხედრო შენაერთები, მურმან დუმბაძე და რესპუბლიკელები, ჩაჩიბაიას დაკავება ზუგდიდში..." 

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები რელიგიური თემა არაა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ყველასათვის.  მსგავს მცდელობებს მხოლოდ მივესალმები.  აუცილებელია შეიქმნას სათანადო განწყობა და  დამოკიდებულება მოსახლეობაში, აუცილებელია  გაიფანტოს ნიჰილიზმი  და საქართველოს მოქალაქეებმა სრულფასოვან შვილებად და ამომრჩევლებად იგრძნონ თავი.  ამ საკითხებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის  აქტიურობა მხოლოდ მისასალმებელია.  ცხადია,  არავინ არ აპირებს უფრო კონკრეტულად ჩაერიოს პოლიტიკურ  არჩევანის  გაკეთების საკითხებში,  ეს  მოქალაქის ექსკლუზიური უფლებაა". 

"საკითხი არაფორმალური სამხედრო შენაერთების შესახებ იმდენად მნიშვნელოვანია და დელიკატური, რომ ამაზე უსაზღვროდ საუბარი არ ღირს. მაგრამ, ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება, თუ როგორ სახიფათოდ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ მიმართულებით. 

ამიტომ, ალასანიამ გაახმოვანა ის ინფორმაცია, რაც თითოეული თქვენგანისთვისაც  არ იყო უცხო და ყველას გვქონდა ინფორმაცია რაღაც დაჯგუფებების შექმნის შესახებ, რომელიც ოფიციალური სტრუქტურების ფორმატში ვერ ჯდება. 

რაც შეეხება შემდგომ მოვლენებს, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ასე არ მოხდეს, საჭიროა მისი თავიდან არიდება და არა მომხდარის შემდეგ ფაქტის კონსტანტაცია". 

"კოალიციას აქვს ასეთი პრინციპი, რომ ჩვენ ყველა საკითხზე ვთანხმდებით. ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს ურთიერთშეთანხმების გარეშე. ამ შეხვედრის შესახებ ჩვენ ინფორმირებული ვიყავით. 

რაც შეეხება ინფორმაციას, "ქართული ოცნები" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად მურმან დუმბაძის დანიშვნის შესახებ, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხები ჯერ დამუშავების პროცესშია, რადგან პოლიტიკური მოძრაობა რეგიონებში ჯერ სტრუქტურულად საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს". 

"სერგო ჩაჩიბაიას დაკავება კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ უსწორდებიან ძალოვანები მოქალაქეებს პოლიტიკური აქტივობისთვის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მისი დაკავება მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, თითქოს მან იჩხუბა და ამის გამო დააკავეს, თუმცა ახლა ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. იმის მიუხედავად, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც უჩხუბია და არსებობენ ამის თვითმხილველები". 

 
სიახლეები
სოციალური ქსელი