სიახლეები
„პათოლოგსაც აქვს უფლება, წეროს თავისი პათოლოგიური ნაწარმოები“
ილიას უნივერსიტეტი ლიბერალურ რადიკალიზმშია გადავარდნილი“.

გთავაზობთ ფრაგმენტებს:: „წიგნი, რომელიც დაიწერა, აბსულუტურად უსუსური წიგნია, მე ვიტყოდი, ეს არის პათოლოგიური ადამიანის მიერ დაწერილი, მაგრამ მე ამოვდივარ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან - ყველას, მათ შორის პათოლოგსაც აქვს უფლება, წეროს თავისი პათოლოგიური ნაწარმოები, თუ ეყოლება მკითხველი და მყიდველი, რომელიც ამ პათოლოგიაში ფულს გადაიხდის. საშიში არ არის რაც დაიწერა, საშიშია - რაც მერე ხდება. აბსოლუტურად ვიწრო წრისთვის არსებულმა წიგნმა საყოველთაო პოპულარობა მოიხვეჭა მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტების გამოისობით. მართლმადიდებელმა ფუნდამენტალისტებმა ქვეყანას ამცნეს, და სხვებს უთხრეს - დანარჩენ პათოლოგებს გინდათ, რომ პოპულარულები გახდეთ, თქვენი პათოლოგიით ფული გააკეთოთ - დაწერეთ რაც შეიძლება უგვანი, გარყვნილი ტექსტები, მოვაწყობთ თქვენ დარბევას და თქვენ ამით ფულს გააკეთებთ“. 


„ეს უნივერსიტეტი, სამწუხაროდ, მეორე უკიდურესობაში არის გადავარდნილი, ლიბერალურ  რადიკალიზმშია გადავარდნილი, ამიტომ ამ ორი რადიკალიზმის შეჯახება ძალიან სანიმუშო იყო. მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები თავიანთი უცოდინრობითა და არაქრისტიანობით გამოირჩევიან, ელემენტარულად სახარება არ იციან, მათ სიყვარული არ იციან, ქრისტიანობა არ იციან - ამიტომ ისინი ექსტრემიზმში გადადიან. რაც შეეხება ლიბერალ ფუნდამენტალისტებს, ისინი უფრო ჭკვიანი, წიგნიერი ხალხია. ამიტომ თავისი ღირებულებების რეალიზაციას ახდენენ არა ექსტრემიზმითა და აგრესიით, არამედ ცინიზმითა და უტიფრობით. ცინიზმი და უტიფრობა მათი იარაღია. ამით მათ კიდევ უფრო გამოჰყავთ წყობიდან მეორე უკიდურესობა ფუნდამენტალიზმისა“. 

„უნივერსიტეტი მაინც ავტონომიური სტრუქტურაა და მათ ამ წიგნის პრეზენტაციით, თავიანთი თავი გამოავლინეს, ეს ცუდი არ არის, კარგია. ისინი ასეთი უგვანი და პათოლოგიური ნაწარმოების პრეზენტაციას ახდენენ“. 

„...თუ ლიტერატურულ კაფეში იყო, მაშინ ეს საერთოდ არავისი საქმე არ არის. ეს არის სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ვისაც უნდა მიდის, ვისაც არა - არ წავა. ეს არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აიძულებს, კარგი თუ ცუდი წიგნის განხილვაზე მივიდეს. ეს არის კანონში ჩამჯდარი პროცედურა, თუნდ უნივერსიტეტშიც იყოს მისი პრეზენტაცია... ასეთი საკითხები ასე ადვილად არ ამოიწურება. ეს საზოგადოების მსჯელობის საკითხი უნდა იყოს. ბუნებრვია, ის ხალხი უნდა დაისაჯოს, ვინც ჟურნალისტებსა და ტელევიზიაზე თავდასხმა მოახდინა“.

 
სიახლეები
სოციალური ქსელი