Under Construction
პრესსამსახური
მისამართი: თბილისი, 0108, მერაბ კოსტავას 25ტელ: (+995 32) 292 00 58
ფაქსი: (+995 32) 292 06 34
მთავარი თემა
15 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. დავით უსუფაშვილი თან ახლდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი უწოდა კონგრესში, სენატორ ჯონ მაკკეინთან გამართულ შეხვედრას, რომელიც დაგეგმილზე ორჯერ მეტ ხანს გაგრძელდა.
"ეს იყო ძალიან კეთილგანწყობილი საქმიანი საუბარი, მათ შორის იმაზეც, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი კოჰაბიტაციის პროცესის სწორად და ნორმალურად დასასრულებლად. სენატორი მაკკეინი, როგორც ყოველთვის, მზად არის დაეხმაროს საქართველოს და სწორი რჩევები მისცეს თავის ძველ მეგობრებს და ითანამშრომლოს ახალ მეგობრებთან ახალი ხელისუფლების სახით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სენატორთან შეხვედრაზე საუბარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც გაიმართა და სენატორი ამ თემით პოზიტიურად დაინტერესდა.
"საუბარი იყო ახალი მთავრობის მცდელობაზე, რომ გარკვეული მიმართულებებით ყინული გალღვეს. მას არ ჰქონია არც ერთი კრიტიკული შენიშვნა. ის თვლის, რომ სავაჭრო ურთიერთობები აუცილებელია.
აშშ-ს რუსეთთან აქვს სავაჭრო ურთიერთობები და რატომ არ უნდა ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს რუსეთთან?
ის პრობლემა, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან, ეს არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა, ეს არის მთელი დემოკრატიული საზოგადოების პრობლემა. ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა დემოკრატიული სამყარო და ეს მოქცევა ნიშნავს მოქნილობას და შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ჯონ მაკკეინს არ გამოუხატავს უარყოფითი რეაქცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებსთან დაკავშირებით - მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში.
"როდესაც მე ვუთხარი, რომ ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველო აპირებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ველოდი ცოტა უარყოფით რეაქციას, მაგრამ არანაირი უარყოფითი რეაქცია მას არ ჰქონია და როდესაც მოტივაციაც ავუხსენი, მითხრა, რომ გადაწყვეტილება სწორია. თუ დანარჩენი დემოკრატიული სამყარო ოლიმპიადაში მონაწილეობს, მაშინ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს უარს გარდა იმისა, რომ შედეგად ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში ავღმოჩნდეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში საქართველომ ისეთი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომლის დროსაც საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ჩვენი ქვეყნის გვერდით იქნებიან, კონტექსტიდან ამოვარდნა კი ქვეყანას კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდებს.
ახალი ამბები
სოფო ბუსკივაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. სოფო ბუსკივაძე რესპუბლიკური პარტიის თერჯოლის რაიონული
Республиканская партия, входящая в коалицию «Грузинская мечта», является едва ли не единственной ее составляющей, которую в симпатиях к Кремлю никак не заподозрить. Республиканцы всегда были последовательны в строго


